საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.07.2007 ძალადაკარგული 21.07.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5207
სარეგისტრაციო კოდი
110.030.110.05.001.002.970
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 18/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – 4 100 ლარი;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი – 3 400 ლარი;

გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი – 3 100 ლარი.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 424).

    მუხლი 3

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 4 ივლისი.

№5207–რს

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“, №5207, 04.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 110.030.110.05.001.002.970 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22228-0/