„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/230
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოს

გადაწყვეტილება№1/230

2013წლის27დეკემბერი

ქ.თბილისი

 „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოსრეგლამენტისდამტკიცებისშესახებ“საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოს2007წლის25სექტემბრისN1/208-2007გადაწყვეტილებ ით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტ შ იშეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:

 

1. მე-2მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოსსაერთოსასამართლოებისმოსამართლეთათვითმმართველობისორგანო,5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5წევრს. კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილები თ მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში . თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. კანდიდატურების წარდგენის, ამ პუნქტითა და მე-3 მუხლი თ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვისა და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:                                

„5.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 1 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში - უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. პირველ შემთხვევაში კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30-ე დღიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში - მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში. კონკურსის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციაუნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს არაუმეტეს 1 კანდიდატურისა.“.

 

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის აუცილებელი პირობები

საქართველოს პარლამენტმა/საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს/დანიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.“.

 

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს (დაინიშნოს) ზედიზედ ორჯერ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს (დაინიშნოს) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.“.

 

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის (დანიშვნის) დღიდან.“.

 

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი6. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

საქართველოს პარლამეტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.“.

 

6. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამეტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის ეძლევა ანაზღაურება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“.

 

მუხლი 2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

 

ლევან მურუსიძე

 

საქართველოსიუსტიციის

უმაღლესისაბჭოსმდივანი