„საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/210-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოს

გადაწყვეტილება№1/234

2013წლის27დეკემბერი

ქ.თბილისი

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის

№1/210-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

1. „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის№1/210-2007 გადაწყვეტილებ ით დამტკიცებულ „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულებ აში“შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:

 

ა) მე-3 მუხლიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვის წესი

1. სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში მოსამართლეს მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითშეიძლება დაეკისროს შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, მას შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან მისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების არდაკისრების შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება რეზერვში. თუ მოსამართლე თანამდებობაზე დანიშნულია  განსაზღვრული ვადით, იგი რეზერვში ირიცხება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.“;

 

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თანამდებობრივი სარგოს მიღების პერიოდში დაიკავა მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;“;

 

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს, მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ მოსამართლე რეზერვიდან ამორიცხულია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების ვადით.თუ მოსამართლე თანამდებობაზე დანიშნულია განსაზღვრული ვადით, მას სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“;

 

დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები

მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე რეზერვში ყოფნის პერიოდში იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის თანამდებობრივ სარგოს. რეზერვში მყოფ მოსამართლეს თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება უნარჩუნდება რეზერვში ჩარიცხვიდან 3 წლის განმავლობაში, ხოლო საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“.

 

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

ლევან მურუსიძე

 

საქართველოსიუსტიციის

უმაღლესისაბჭოსმდივანი