საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის ანგარიში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№964-01
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 201 3 წლის ანგარიში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ

 

 

2013 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა92 განცხადება, აქედან:

ა) საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 76 განცხადებაზე;

ბ) 2 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

გ)4განცხადებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

დ) 10 განცხადება დამუშავების პროცესშია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია კონფიდენციალურია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობოდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს. ამასთან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი არ შემოსულა.შესაბამისად,გასაჩივრებასთან დაკავშირებით არ წარმოშობილა ხარჯები, ასევე, ადგილი არ ჰქონია მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექს ი თ ა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2 შემთხვევაში, საკითხი ეხებოდა მოსამართლეობისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატთა შერჩევას.

განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უ ზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა თამარ სულაქველიძემ, ხოლო მისი სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შორენა გიგაურმა.

2013წელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დისციპლინური სახდელი არ დასდებია.

 

ლევან მურუსიძე

საქართველოს იუსტიციის                        

უმაღლესი საბჭოს მდივანი