ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№423
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №423

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით დამტკიცებული „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის“მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტის შესაბამისად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით გადაეცეს „PAღKFIELD INVEშთMENთ LIMIთED“-ს (შემდგომში – მმართველი კომპანია) 99 წლის ვადით.

2. შპს „საქართველოს რკინიგზის“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მმართველი კომპანიისათვის მართვის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს შემდეგი:

ა) მმართველმა კომპანიამ მართვის პერიოდის პირველი 10 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია;

ბ) მმართველმა კომპანიამ 2008 წლის 31 დეკემბრამდე არ უნდა გაზარდოს არსებული ტარიფები სამგზავრო გადაზიდვებზე;

გ) მმართველმა კომპანიამ შპს „საქართველოს რკინიგზის“მომსახურების ყველა არსებული საფასურის გაზრდა უნდა შეათანხმოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან; შეთანხმება არ არის საჭირო, თუ საფასური გაზრდილ იქნა წლიური ინფლაციის საპროცენტო მაჩვენებლის ოდენობის ფარგლებში, და როდესაც ეს გამოწვეულია საწარმოს მიმდინარე ხარჯების ზრდის საფუძველზე;

დ) მმართველ კომპანიას უფლება არა აქვს დააწესოს დისკრიმინაციული ტარიფები;

ე) მმართველმა კომპანიამ მართვის უფლებით გადაცემის პირობების შესრულების შესახებ ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია.

3. მმართველი კომპანია შპს „საქართველოს რკინიგზის“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვისათვის ჰონორარის (მართვის ჰონორარი) სახით მიიღებს საწარმოს ყოველწლიურ წმინდა მოგებას.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

პრემიერ-მინისტრი                                         ზ.ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.08.2007.
როდის იქნა მიღებული „ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე“?
„ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე“ მიღებულია 16.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №423. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე“, №423, 16.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2224862/