📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2014
ძალის დაკარგვა 03.09.2014
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016172
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 414 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2014 მიღება
03.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბაბუნაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ            წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2014 წლის 31 იანვარი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და  ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  შესაბამისად,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საკრებულომ   დ ა ა დ გ ი ნ ა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები" (დანართი №1) . მუხლი 2🔗    ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 3🔗   ამ დადგენილების ამოქმედების დღისთვის გამოცხადებულ კონკურსებზე მითითებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დარჩეს უცვლელი. მუხლი 4🔗   ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 ნოემბრის №32 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matcne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016166   თარიღი 20/11/2013 წელი). მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეკახა ბაბუნაშვილი დანართი №1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ათმეთაურის, უფროსი მეხანძრის, მეხანძრის, მძღოლის, დამლაგებლის, დარაჯის და სხვა ტექნიკური პერსონალისა,  მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) დამაკმაყოფილებელი ცოდნა; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”; გ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’; გ.ე),,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილება; გ.ვ),,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს  №16 დადგენილება; გ.ზ)შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება; გ.თ)თითოეული თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები(საჭიროებისამებრ). 2. გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 3 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.  3. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი  უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 2 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი. 4.  განყოფილების უფროსის, თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი,პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი  და არანაკლებ 1 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი. 5. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის, მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის  თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო განათლება და პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები.