ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2013 წლის 15 ნოემბერი ქ. წყალტუბო |
|
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
გ.ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ.ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
გ.თ) „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილება;
გ.ი) „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს №16 დადგენილება;
გ.კ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება;
გ.ლ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.
2. გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და არანაკლებ 3 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი. სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა.
3. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან საშუალო განათლება, შესაბამისი მენეჯერული უნარები და არანაკლებ 2 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი. სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა.
4. განყოფილების უფროსის, თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან საშუალო განათლება და არანაკლებ 1 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი. სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
5. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის, მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან საშუალო განათლება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
6. სახანძრო-სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეებს გარდა, პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, ასევე, მოეთხოვებათ გააჩნდეთ სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.