წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2014 წლის 31 იანვარი ქ. წყალტუბო |
|
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) დამაკმაყოფილებელი ცოდნა;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
გ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’;
გ.ე),,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილება;
გ.ვ),,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს №16 დადგენილება;
გ.ზ)შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება;
გ.თ)თითოეული თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები(საჭიროებისამებრ).
2. გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 3 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
3. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 2 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
4. განყოფილების უფროსის, თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი,პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 1 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
5. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის, მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო განათლება და პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.08.2014.
- როდის იქნა მიღებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.01.2014. მიმღები ორგანო — წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.122.016172.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.08.2014-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №3, 31.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016172 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2227745/