საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.02.2014
ძალის დაკარგვა 11.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №14/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430070000.22.022.016749
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 427 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2014 მიღება
11.03.2016 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №14/ნ 2014 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №9 დადგენილების პირველი მუხლის მე-13 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი აწესრიგებს საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესს. მუხლი 2🔗. საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა საჯარო სკოლებს ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 6-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისთვის - 4200 ლარი; ბ) 7-დან 13-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის - 8400 ლარი; გ) 14-დან 23-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის - 12600 ლარი; დ) 23-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის - 16800 ლარი. მუხლი 3🔗. ინფორმაციის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მიწოდების წესი და ვადები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) შესაბამისი თვის 20 რიცხვის 20:00 საათის მდგომარეობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას: ა) იმ საჯარო სკოლის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, სადაც სწავლობენ საქართველოს მოქალაქეობის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები; ბ) იმ საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები, სადაც სწავლობენ საქართველოს მოქალაქეობის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები; გ) საქართველოს მოქალაქეობის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და შესაბამისი კლასი. მუხლი 4🔗. ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულება სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას არა უგვიანეს ორი სამუშაო დღისა უგზავნის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს, რომელიც ოთხი სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ამ დანართის მე-3 მუხლში მითითებული ინფორმაციის სისწორეს და აწვდის ინფორმაციას სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს. მუხლი 5🔗. საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვა ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული  და მე-4 მუხლით დადგენილი წესით გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფს საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვას.