შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულებით გამოყოფილი თანხებისა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთარი სახსრების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1124
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 26/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1124

2013წლის 26აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულებით გამოყოფილი თანხებისა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთარი სახსრების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენების თაობაზე

1. „ქალაქ წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის2011 წლის 21 დეკემბრის №2522, „ქალაქ ფოთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2523, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2549, „საქართველოს რეგიონებში ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის №1251, „საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №1496, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის2012 წლის 27 აგვისტოს №1647 განკარგულებებით (შემდგომში - განკარგულებები) გამოყოფილი თანხების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომია შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ მიმართოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებების დასაფინანსებლად, კერძოდ:

ა) ქ.ლაგოდეხში შრომის ხევშინაპირდაცვითი სამუშაოები;

ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდინარე ორაგვის ღელის წყალმიმღები ნაგებობის რეაბილიტაცია.

2. ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ საკუთარი სახსრებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საპროექტო სამუშაოებისა და შპს„საქართველოსგაერთიანებულიწყალმომარაგებისკომპანიის“ოფისებისადა ობიექტების შსს საჯაროსამართლისიურიდიულიპირის- დაცვისპოლიციის დეპარტამენტის დაცვის მომსახურები ს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით , ხოლო სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებითშემდეგი ღონისძიებების განხორციელების მიზნით:

ა) ახალი სამგორის დასახლებაში სართიჭალის სათავე ნაგებობიდან მიმავალი მაგისტრალის რეაბილიტაცია;

ბ)ქ. ზესტაფონში ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორის რეაბილიტაცია;

გ) ქ. დუშეთში „სანახშირის“ სათავე ნაგებობაზე ახალი ჰორიზონტალური დრენაჟის მოწყობა;

დ) ქ. ახალციხეშიკანალიზაციისქსელის რეაბილიტაცია და ურაველის სათავე ნაგებობის საქლორატორო სადგურისმოწყობა;

ე) ქ.მარნეულის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, ცენტრალური სადაწნეო მაგისტრალური მილისა და შიდა საქალაქო გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია;

ვ) ქ. გორში, ქ. ხაშურში, ქ. ახმეტაში, ქ. ყვარელში, ქ. სიღნაღში, ქ.ახალციხეში, ქ. ჭიათურაში, ქ. ფოთში, ქ. ბოლნისსა და ქ. ოზურგეთში ლაბორატორიის ოთახების ინვეტარის შეძენა და სარემონტო სამუშაოები;

ზ) ქ. ოზურგეთში მდ. ბჟუჟის კალაპოტში დაბრუნების მიზნით წყალსადენის დრენაჟისა და მაგისტრალური წყალმდენის ნაპირდაცვითი სამუშაოები;

თ) ქ. თელავში მდ. თურდოს კალაპოტისა და მაგისტრალური მილსადენის დამატებითი ნაპირდაცვითი სამუშაოები;

ი) ქ. ქუთაისში ფარცხანაყანების სათავეზე არსებული 800მ3 და 300მ3-იან წყალშემკრებ სალექარებში ფილტრაციის საწინააღმდეგო სამუშაოები;

კ) ქ. სენაკში ნოსირის სათავე ნაგებობის საქლორატორო სადგურისა და W=500მ3 რეზერვუარისრეაბილიტაცია;

ლ)ქ. წყალტუბოში სათავე ნაგებობიდან ახალი ქსელის მოწყობა სოფელ მაღლაკის მოსახლეობისათვის;

მ) თიანეთის მუნიციპალიტეტში შიგა გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია;

ნ) ქ. ხონში, ქ. სამტრედიაში, ქ. ჩხოროწყუში, ქ. ამბროლაურში, ქ. თიანეთში სათავე ნაგებობებისსაქლორატორო სადგურების რეაბილიტაცია;

ო) ქ. ყაზბეგში სათავე ნაგებობის, ცენტრალური სადაწნეო მილსადენისა დაშიგა გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია;

პ) ქ. გორში ვარიანის სათავე ნაგებობიდან მომავალი ცენტრალური მაგისტრალის ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაცია („ვერხვების“ ლტოლვილთა დასახლება);

ჟ) დაბა ფასანაურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

რ) სოფელ ნუკრიანში ჭაბურღილის მოწყობა;

ს) ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;

ტ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ბაკურიანის სერვის ცენტრის ოფისის მშენებლობა;

უ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალისა და ფოთის სერვისცენტრის სათავო ოფისის მშენებლობა;

ფ) ზარზმისსამონასტროკომპლექსისწყალარინებისქსელისმშენებლობა.

პრემიერ - მინისტრი                                                                     ბ . ივანიშვილი