სს "ჯორჯიან ქარდი"-ს განცხადება საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება „ჯორჯიან ქარდის” მორიგი  საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „ჯორჯიან ქარდის” სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ სააქციო საზოგადოების აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 04 მარტს 16:00 საათზე ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქ. №221-ში მდებარე სააქციო საზოგადოების ოფისში.

სამეთვალყურეო საბჭომ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დაადგინა 2014 წლის 10 თებერვალი.

დღის წესრიგი:

1. სს „ჯორჯიან ქარდის“ მენეჯმენტის ანგარიში 2013 წლის შედეგების შესახებ;

2.      დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა 2014 წლისათვის;

 

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი იქნა დირექტორთან 2014 წლის 20 თებერვლამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

 

საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას იძლევა , რომ

1.             2013 წლის განმავლობაში საზოგადოების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს აქციონერთა საერთო კრებას დამაკმაყოფილებლად ცნოს საზოგადოების მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობა.

2.             მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად და საზოგადოების უფრო ეფექტური და პროდუქტიული მუშაობისათვის მიზანშეწონილია დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას აირჩიოს სს „ჯორჯიან ქარდის” აუდიტორად კომპანია „Ernst and Young”.

 

აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს 2014 წლის 20 თებერვლიდან სს „ჯორჯიან ქარდის” აქციათა რეგისტრატორთან - სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა.