განჩინება შპს ”გუდვილი”-ს კრედიტორთა კრების ჩატარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13628-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/13628-13                                              

განჩინება

საქართველოს სახელით

2014 წლი ს 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

მოვალე შპს გუდვილი ” ( . 206343991)

დირექტორი ბესიკ ჯიქურაული

წარმომადგენლები 1. ლაშა ნოდია ,

                              2. დავით გლუნჩაძე ,

 3. თეა ზაალიშვილი ,

 4. ნინო გელაშვილი .

მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენლები 1. ნათია სახოკია ,

                               2. თამაზ კიკიანი ,

 3. ვასილ ხაჭაპურიძე .

მოთხოვნა კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების გადადების შესახებ და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია მოვალე შპს ,,გუდვილის’’ განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 იანვრის განჩინებით დამტკიცდა 2014 წლის 13 იანვრის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,გუდვილის’’ მიმართ რეაბილიტაციის განხორციელების პროცედურის დაწყების შესახებ. აღნიშნული განჩინება გამოქვეყნდა ,,საკანონმდებლო მაცნეში’’ 2014 წლის 3 თებერვალს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის4 თებერვლის განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2014 წლის 8 თებერვალს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე:ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი,მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №1.

 

კრედიტორთა კრებაზე დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით კრება იყო გადაწყვეტილებაუუნარო, რის გამოც წარმოდგენილ იქნა შუამდგომლობა კრების გადადების თაობაზე.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორებს, მიაჩნია, რომ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით,კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით.

ამავე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

  

 :

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 11 თებერვალს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე:ქ. თბილისში, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:

 

1.1. კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი რეაბილიტაციის მმართველის დამტკიცება და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის განსაზღვრა.

1. 2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’,სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww. tcc.gov.ge. 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში,კერძო საჩივრით,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                          თამარ ჭუნიაშვილი