საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№182
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016580
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №182

 2014 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23‑ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

    1. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23‑ე მუხლის მე‑7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიაზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23‑ე მუხლის პირველი და მე‑2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ 2014 წლისათვის საქართველოს მთავრობის კანცელარიის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 70 ერთეულით, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარი – არაუმეტეს 5000 ლარით.

 2. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 1 თებერვლიდან.

 

პრემიერ‑მინისტრი                                     ირაკლი ღარიბაშვილი