„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.02.2014 ძალადაკარგული 29.05.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1971-IIს
სარეგისტრაციო კოდი
010320000.05.001.017319
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის პირველი და 1პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე, გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგებლებზე.

11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე, გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგებლებზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 39-ე, 411, 66-ე და 121-ე მუხლები. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა, ვრცელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1344 მუხლი:

„მუხლი 1344

1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კონკურსის წესით უნდა შეივსოს, პირი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს არაუგვიანეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღისა.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 თებერვალი 2014 წ.

N1971-IIს