ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის მინიმალური ზღვრული ოდენობის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 12.02.2014
ძალის დაკარგვა 06.03.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.127.016101
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 913 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2014 მიღება
06.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ თამაზ ბეჟუაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ
ქ. ზესტაფონის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
IMG ITL
0,55 0,7
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის მინიმალური ზღვრული ოდენობის დადგენის შესახებ  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2014 წლის 12 თებერვალი ქ. ზესტაფონი      ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქ. ზესტაფონის ტერიტორიის ზონირება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქ.ზესტაფონის ზონირების რუკა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგინდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგინდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური  ქირა 1 კვ.მ-ზე დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №3 დადგენილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ’’. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შთამაზ ბეჟუაშვილი დანართი №1 ქ. ზესტაფონის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL ცენტრალური ზონა ცენტრალური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით და მინიშნებებით:  აღმოსავლეთით - ცენტრალური გზაგამტარი ხიდიდან თამარ მეფის ქუჩა, სტაროსელსკის ქუჩა ცენტრალური ავტოსადგურის წინ წრიული მოძრაობის მარჯვენა მხარის გასწვრივ, ცენტრალური ავტოსადგურის ტერიტორიის მარჯვენა მხარით წიდასაყრელის პერიმეტრის ჩათვლით, კვალითის დასახლების დამაკავშირებელი ხიდის და მდინარე ყვირილის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ თავდაპირველ ნიშნულამდე (ცენტრალურ გზაგამტარ ხიდამდე). 1,3 შუალედური ზონა შუალედური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით და მინიშნებებით: გზაგამტარი ხიდიდან სამხრეთი მხარე, მდინარე ყვირილის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ, ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ჩათვლით - ქოჩიაშვილის ქუჩა, მაზნიაშვილის ქუჩა, ნიკოლაძის  მე-3 შესახვევი, ნიკოლაძის მე-3 შესახვევიდან ნიკოლაძის ქუჩის მონაკვეთი წმინდა ნინოს ქუჩის გადაკვეთამდე, წმინდა ნინოს ქუჩა, კვანტრიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ჩხეიძის ქუჩის მონაკვეთი ზაქარიაძის ქუჩის გადაკვეთამდე, ზაქარიაძის ქუჩის მარცხენა მხარე დასახლებული პუნქტის ჩათვლით, ბატონიშვილის ქუჩის გასწვრივ, ბატონიშვილის ქუჩის პირველ ჩიხამდე,  ბატონიშვილის ქუჩის პირველი ჩიხი, ათონელების ქუჩა, უზნაძის ქუჩა ათონელების ქუჩის გადაკვეთიდან უზნაძის პირველი ჩიხის გადაკვეთამდე,  უზნაძის პირველი ჩიხიდან  მარჯანიშვილის ქუჩის გასწვრივ ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილოეთით ადმინისტრაციულ საზღვრამდე, ჩრდილოეთი პერიმეტრის გასწვრივ, დასავლეთი და სამხრეთი პერიმეტრების გასწვრივ, ცენტრალური ავტოსადგურის მარჯვენა მხარის გასწვრივ ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ბოლო წერტილამდე. კვალითის დასახლება მთლიანად. 1,0 პერიფერიული ზონა პერიფერიული ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით და მინიშნებებით: ქოჩიაშვილის ქუჩის, მაზნიაშვილის ქუჩის, ნიკოლაძის მე-3 შესახვევის, ნიკოლაძის ქუჩის მონაკვეთის ნიკოლაძის მე-3 შესახვევსა და წმინდა ნინოს  ქუჩის გადაკვეთას შორის, წმინდა ნინოს ქუჩის, კვანტრიშვილისს ქუჩის მონაკვეთის წმინდა ნინოსა და ჩხეიძის ქუჩების გადაკვეთებს შორის, ჩხეიძის ქუჩის დასაწყისიდან კვანტრიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ზაქარიაძის ქუჩის მარცხენა მხარეს დასახლებული პუნქტის დასასრულიდან, ბატონიშვილის ქუჩის პირველი ჩიხის, ათონელების ქუჩის, ათონელების ქუჩის გადაკვეთიდან უზნაძის პირველი შესახვევი მარჯანიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, მარჯანიშვილის ქუჩა,  ქ. ზესტაფონის  ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთით და სამხრეთით, თავდაპირველ ნიშნულამდე (ქოჩიაშვილის ქუჩა). 0,7 დანართი №2 ქ. ზესტაფონის ტერიტორიული რუკა დანართი №3 ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუხლი 1🔗 ქ. ზესტაფონში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ზესტაფონის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL XCXK,  სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ქ. ზესტაფონის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,55-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა.) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; გ.ბ.) შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ.გ.) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 100-ს. მუხლი 2🔗 1.  ქ. ზესტაფონში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) ცენტრალური ზონა 0,55 1,3 0,24 100 17,16 შუალედური ზონა 0,55 1 0,24 100 13,20 პერიფერიული ზონა 0,55 0,7 0,24 100 9,24 2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ზესტაფონის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,96 ლარს. 3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ,,საქართველოს შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ზესტაფონის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 13,20-ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 და მე-3  პუნქტებით დადგენილი ფასი. დანართი №4 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური  ქირა 1 კვ.მ-ზე მუხლი 1🔗 ქ. ზესტაფონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ​2 მიწაზე სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის დანარჩენი ფორმით გადაცემისას,  მიწის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს: ა) ცენტრალური ზონისათვის-3 ლარი; ბ) შუალედური ზონისათვის – 2,5 ლარი; გ) პერიფერიული ზონისათვის – 2,0 ლარი. მუხლი 2🔗 სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის დანარჩენი ფორმით გადაცემისას: შორაპნის, ძირულის თემის, სოფელ პირველი სვირის, მეორე სვირის თემის, კვალითის თემის, ცხრაწყაროს თემის, კლდეეთის თემის, სოფელ ფუთის, ილმის თემის, როდინაულის თემის, სანახშირის თემის, ზედა საქარის თემის, ქვედა საქარის თემის, დილიკაურის თემის, ბოსლევის თემის, ქვედა საზანოს თემის, სოფელ ზოვრეთის, შროშის თემის ტერიტორიაზე მიწის საწყისი წლიური ქირა 1 მ​2-ზე განისაზღვროს 1,25 ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ,,საქართველოს შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის საწყისი წლიური ქირა 1 მ​2-ზე განისაზღვროს 2,5 ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗 მიწის წლიური ქირის გადახდა ხდება თანაბარწილად, საანგარიშო წლის 15 აგვისტომდე და 15 ნოემბრამდე.