ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2018 ბოლო ცვლილება 30.05.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.127.016279
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. ზესტაფონი

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქ. ზესტაფონის ტერიტორიის ზონირება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქ.ზესტაფონის ზონირების რუკა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 თებერვლის №1 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 18/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.127.016101) „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ“.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე



დანართი №1

 

 

. ზესტაფონის ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

ცენტრალური ზონა

ცენტრალური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით და მინიშნებებით:  აღმოსავლეთით - ცენტრალური გზაგამტარი ხიდიდან თამარ მეფის ქუჩა, სტაროსელსკის ქუჩა ცენტრალური ავტოსადგურის წინ წრიული მოძრაობის მარჯვენა მხარის გასწვრივ, ცენტრალური ავტოსადგურის ტერიტორიის მარჯვენა მხარით წიდასაყრელის პერიმეტრის ჩათვლით, კვალითის დასახლების დამაკავშირებელი ხიდის და მდინარე ყვირილის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ თავდაპირველ ნიშნულამდე (ცენტრალურ გზაგამტარ ხიდამდე).

1,3

 

შუალედური ზონა

შუალედური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით და მინიშნებებით: გზაგამტარი ხიდიდან სამხრეთი მხარე, მდინარე ყვირილის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ, ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ჩათვლით - ქოჩიაშვილის ქუჩა, მაზნიაშვილის ქუჩა, ნიკოლაძის  მე-3 შესახვევი, ნიკოლაძის მე-3 შესახვევიდან ნიკოლაძის ქუჩის მონაკვეთი წმინდა ნინოს ქუჩის გადაკვეთამდე, წმინდა ნინოს ქუჩა, კვანტრიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ჩხეიძის ქუჩის მონაკვეთი ზაქარიაძის ქუჩის გადაკვეთამდე, ზაქარიაძის ქუჩის მარცხენა მხარე დასახლებული პუნქტის ჩათვლით, ბატონიშვილის ქუჩის გასწვრივ, ბატონიშვილის ქუჩის პირველ ჩიხამდე,  ბატონიშვილის ქუჩის პირველი ჩიხი, ათონელების ქუჩა, უზნაძის ქუჩა ათონელების ქუჩის გადაკვეთიდან უზნაძის პირველი ჩიხის გადაკვეთამდე,  უზნაძის პირველი ჩიხიდან  მარჯანიშვილის ქუჩის გასწვრივ ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილოეთით ადმინისტრაციულ საზღვრამდე, ჩრდილოეთი პერიმეტრის გასწვრივ, დასავლეთი და სამხრეთი პერიმეტრების გასწვრივ, ცენტრალური ავტოსადგურის მარჯვენა მხარის გასწვრივ ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციული საზღვრის ბოლო წერტილამდე.

კვალითის დასახლება მთლიანად.

1,0

 

პერიფერიული ზონა

პერიფერიული ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით და მინიშნებებით: ქოჩიაშვილის ქუჩის, მაზნიაშვილის ქუჩის, ნიკოლაძის მე-3 შესახვევის, ნიკოლაძის ქუჩის მონაკვეთის ნიკოლაძის მე-3 შესახვევსა და წმინდა ნინოს  ქუჩის გადაკვეთას შორის, წმინდა ნინოს ქუჩის, კვანტრიშვილისს ქუჩის მონაკვეთის წმინდაა ნინოსა და ჩხეიძის ქუჩების გადაკვეთებს შორის, ჩხეიძის ქუჩის დასაწყისიდან კვანტრიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ზაქარიაძის ქუჩის მარცხენა მხარეს დასახლებული პუნქტის დასასრულიდან, ბატონიშვილის ქუჩის პირველი ჩიხის, ათონელების ქუჩის, ათონელების ქუჩის გადაკვეთიდან უზნაძის პირველი შესახვევი მარჯანიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, მარჯანიშვილის ქუჩა,  ქ. ზესტაფონის  ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსაავლეთით და სამხრეთით, თავდაპირველ ნიშნულამდე (ქოჩიაშვილის ქუჩა).

0,7

 


დანართი №2

.

დანართი №3

ზესტაფონის  მუნიციპალიტეტ ის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და   მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 მუხლი 1

ქ. ზესტაფონში სახელმწიფო და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ზესტაფონის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL XCXK,სადაც:

1.CNარის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

2. IMGარის ქ. ზესტაფონის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,55-ს;

3. ITLარის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს.

4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

5. K ა რის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 100-ს.

მუხლი 2

1. პირველი პუნქტის მიხედვით,ქ. ზესტაფონში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN(ლარი)

ცენტრალური ზონა

0,55

1,3

0,24

1 00

17,16

შუალედური ზონა

0,55

1

0,24

10 0

13, 20

პერიფერიული ზონა

0,55

0,7

0,24

100

9,24

2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ზესტაფონის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,96 ლარს.

3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18   ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ზესტაფონის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 13,20ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2და მე-3  პუნქტებით დადგენილი ფასი.