მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2023 წლის 28 თებერვალი ქ. მცხეთა |
|
საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (CN) დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების შესაბამისად სამი ზონის მიხედვთ და გამოანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN = IMG * ITL * C * K
CN – სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; IMG – თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის, ქ. მცხეთის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს - 0,63 -ს; ITL – საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, (ცენტრალური ზონისთვის 1,1; შუალედური ზონისთვის 1,0 და პერიფერიული ზონისთვის 0,9 ); C – საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 – ის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა ტოლია 0, 24 ლარის; K – საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ტოლია 447 - ის. მუხლი 2. ქ. მცხეთაში სახელმწიფო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით.
მუხლი 3. სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის 30% - ის ოდენობით, რომელიც შეადგენს 20,3 ლარს. მუხლი 4. დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით, რომელიც შეადგენს 20,3 ლარს. მუხლი 5. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ით (67,5 ლარი). |
ა) ცენტრალური ზონა (ბებრისციხიდან სადგურის ხიდამდე) – მიწის ნორმატიული ფასი 74,30 ლარი.
ბ) შუალედური ზონა (ღართიკარი და სადგურის დასახლება) – მიწის ნორმატიული ფასი 67,50 ლარიю
გ) პერიფერიული ზონა (ნარეკვავი, არმაზი) – მიწის ნორმატიული ფასი 60,80 ლარი.