ქალაქ მცხეთის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი)მაკრომდებარეობის ინდექსისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2018 წლის 12 თებერვალი ქ. მცხეთა |
|
ა) მოსახლეობის რაოდენობა – 4 ქულა;
ბ) ადმინისტრაციული სტატუსი – 6 ქულა;
გ) სამეურნეო და ფუნქციური პროფილი – 8 ქულა;
დ) სიმაღლე ზღვის დონიდან – 8 ქულა;
ე) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა – 7 ქულა;
ვ) ადგილი განსახლების სისტემაში – 7 ქულა;
∑ Pj – 40 ქულა.
ქალაქის მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვრება ფორმულით IMG = ∑Pj
Pmax
სადაც, iMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი და განისაზღვრება დასახლებათა ურბანული და ბუნებრივი მახასიათებლების ცხრილის საფუძველზე 6 პარამეტრის მიხედვით.
∑ Pj – ქალაქის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის) მიერ მოგროვებულ ქულათა ჯამი და ქალაქ მცხეთის შემთხვევაში ტოლია 40-ის.
Pmax – ბალების ჯამის მაქსიმუმი, რომელიც 60-ის ტოლფასია.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ მცხეთის მაკრომდებარეობის ინდექსი ტოლია 0.67-ის.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (Cn) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
Cn = I mg * Itl * C * K Cn – 1 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი Img – თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის, ქ. მცხეთის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს – 0,67-ს (განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 - ე ბრძანებულების №1 დანართის შესაბამისად); Itl – საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი (ცენტრალური ზონისთვის 1,1; შუალედური ზონისთვის 1,0 და პერიფერიული ზონისთვის 0,9); C – საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2-ის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა ტოლია 0, 24 ლარის; K – საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ტოლია 420-ის.
|
ა) ცენტრალური ზონა (ბებრისციხიდან სადგურის ხიდამდე):
მიწის ნორმატიული ფასი 74,30 ლარი;
ბ) შუალედური ზონა (ღართიკარი და სადგურის დასახლება):
მიწის ნორმატიული ფასი 67,50 ლარი;
გ) პერიფერიული ზონა (ნარეკვავი, არმაზი):
მიწის ნორმატიული ფასი 60,80 ლარი.