კარი VI — მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა და აუდიტი. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობათავი XVIმუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა
2. სახელმწიფო ზედამხედველობის სახეებია: სამართლებრივი ზედამხედველობა და დარგობრივი ზედამხედველობა.
3. სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
4. დარგობრივი ზედამხედველობა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების კანონიერ და ჯეროვან განხორციელებას
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (05.02.2014).
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 129. სახელმწიფო ზედამხედველობის ცნება და სახეები1. სახელმწიფო ზედამხედველობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის კანონიერების და დელეგირებული უფლებამოსილების ჯეროვანი განხორციელების უზრუნველყოფა. 2. სახელმწიფო ზედამხედველობის სახეებია: სამართლებრივი ზედამხედველობა და დარგობრივი ზედამხედველობა. 3. სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 4. დარგობრივი ზედამხედველობა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების კანონიერ და ჯეროვან განხორციელებას.