2. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების სახელმწიფო ზედამხედველობისას დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს დოკუმენტი ან ინფორმაცია;

ა1) გასცეს სარეკომენდაციო ინსტრუქცია;

ბ) შეაჩეროს ან გააუქმოს მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

გ) ჩაანაცვლოს ადგილობრივი თვითმმართველობა.

საქართველოს 2015 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №3605 - ვებგვერდი, 15.05.2015