1. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით.
2. დარგობრივი უნარების ორგანიზაციად შეიძლება დარეგისტრირდეს იურიდიულ პირთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს დარგის მაღალ წარმომადგნელობითობას (მათ შორის, წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის ობიექტურ და არადისკრიმინაციულ პროცედურებს), ამასთანავე, მისი ორგანიზაციული და მართვის სისტემა უზრუნველყოფს შესაბამისი დარგის წარმომადგენლების მონაწილეობას ორგანიზაციის მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
ბ) უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო მატერიალურ და ადამიანურ რესურსს, ასევე შესაბამისი ბიზნესპროცესების მოწესრიგებას;
გ) უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მდგრადი განვითარებისთვის შესაბამისი რესურსისა და მექანიზმების არსებობას.
3. შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის ან/და დასაქმების სფეროში შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთი დარგობრივი უნარების ორგანიზაცია.
4. დარგობრივი უნარების ორგანიზაციად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირი შეიძლება, დარეგისტრირდეს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დარგობრივი უნარების ორგანიზაციისთვის განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ფუნქციის განხორციელების უფლებით.
5. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია არანაკლებ წელიწადში ერთხელ უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის წლიური ანგარიშის შემუშავებასა და მის წარდგენას პროფესიული უნარების სააგენტოსთვის, ასევე მის ხელმისაწვდომობას დაინტერესებული პირებისთვის.
6. თუ რომელიმე ეკონომიკური საქმიანობის ან/და დასაქმების სფეროში არ არსებობს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელიმე უფლებამოსილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით არ ახორციელებს, შესაბამის უფლებამოსილებას, დარგის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროფესიული უნარების სააგენტ