1. დარგობრივი უნარების ორგანიზაციად რეგისტრაციის მიზნით, იურიდიულ პირთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი (შემდგომში – განმცხადებელი) ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს განაცხადს პროფესიული უნარების სააგენტოს.

2. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის სახელწოდებას, სამართლებრივ ფორმასა და  საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ) განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაციას (მისამართს (იურიდიული და ფაქტობრივი), ტელეფონის ნომერსა და ელფოსტის მისამართს);

გ) იმ ეკონომიკური საქმიანობის/დასაქმების სფეროების ჩამონათვალს, რომელშიც სურს განმცხადებელს დარგობრივი უნარების ორგანიზაციად რეგისტრაცია;

დ) დარგობრივი უნარების ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ უფლებამოსილებ(ებ)ის ჩამონათვალს, რომლის განხორციელების უფლების მოპოვებაც სურს განმცხადებელს;

ე) პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

3. განაცხადს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, რაც ადასტურებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და მის შესაბამისობას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან.

4. პროფესიული უნარების სააგენტო ამოწმებს განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შეუსაბამობის შემთხვევაში, პროფესიული უნარების სააგენტო ხარვეზის გამოსასწორებლად განმცხადებელს განუსაზღვრავს  არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას.

5. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, განაცხადის განხილვა გრძელდება, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის ან არასრულად გამოსწორების შემთხვევაში, განაცხადი დარჩება განუხილველი, რის შესახებაც ეცნობება განმცხადებელ