1. დარგობრივი უნარების ორგანიზაციად რეგისტრაციაზე გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში.
2. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შემდგომი შეფასების ვადები არ უნდა აღემატებოდეს დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შემდგომი შეფასების დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 90 კალენდარულ დღეს.
3. ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადა შეიძლება, გაგრძელდეს ერთხელ, არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ამ წესის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით, მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებითა და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში.