1. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან ამოწმებს და შეფასების ანგარიშის პროექტს ამზადებს სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), რომელსაც ქმნის და მისი მუშაობის წესს განსაზღვრავს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ჯგუფი განაცხადის განხილვისას დაადგენს ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობას, განმცხადებელს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს და რეკომენდაციების შესასრულებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. თუ განმცხადებელი ეთანხმება სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, იგი დადგენილ ვადაში წარმოადგენს განახლებულ განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტაციას. სამუშაო ჯგუფი ახალი გარემოებების გათვალისწინებით შეიმუშავებს შეფასების ანგარიშის პროექტს. განმცხადებლის მიერ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა ან/და აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებების წარუდგენლობა არ აფერხებს სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიშის შემდგომ განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას.

3. სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიშის პროექტი გასაცნობად წარედგინება განმცხადებელს და განესაზღვრება გონივრული ვადა მოსაზრებების წარსადგენად. განმცხადებლის მოსაზრებების გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გადაამუშაოს შეფასების ანგარიშის პროექტი. სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიშის პროექტზე მოსაზრებების წარდგენა განმცხადებლის უფლებაა და მისი წარუდგენლობა ან განმცხადებლის მოსაზრებების გაუთვალისწინებლობა არ აფერხებს სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიშის შემდგომ განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას.

4. სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიში და მასთან დაკავშირებით განმცხადებლის მიერ წარდგენილი მოსაზრებები სამუშაო ჯგუფის მიერ გადაეცემა პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორს, რომელიც, თავის მხრივ, განსახილველად წარუდგენს პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო