1. პროფესიულ სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება, თუ დაწესებულებასა და სასწავლო საწარმოს შორის შეწყდა ხელშეკრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულება და შესაბამისი დარგობრივი უნარების ორგანიზაცია, შესაძლებლობის ფარგლებში, ერთობლივად უზრუნველყოფენ პროგრამის განხორციელებაში ახალი სასწავლო საწარმოს ჩართვას. პროფესიულ სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება და დარგობრივი უნარების ორგანიზაცია შესაბამისი გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფენ სასწავლო პროცესის განახლება