1. დუალური სწავლება გულისხმობს დაწესებულებისა და ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ პროგრამის ერთობლივად განხორციელებას, როდესაც პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების 50%-ზე მეტის შესაბამისი სწავლის შედეგები მიიღწევა სასწავლო საწარმოში.
2. დუალური სწავლებისას პროგრამის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 2 წლისა.
3. დუალური სწავლებისას პროფესიულ სტუდენტსა და ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფორმდება შრომითი ან სამუშაოს შესრულების/მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული სტუდენტის მიერ ამავე საწარმოში მისაღწევ სწავლის შედეგებთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულებას.
4. კოოპერაციული სწავლება გულისხმობს დაწესებულებისა და ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ პროგრამის ერთობლივად განხორციელებას, როდესაც შესაბამისი პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების არაუმეტეს 50%-ის შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევა ხდება რეალურ სამუშაო გარემოში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.
5. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით განისაზღვრება კოოპერაციული სწავლების ფარგლებში პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების 50%-ზე მეტის შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევის შესაძლებლობა/დასაშვებობა რეალურ სამუშაო გარემოშ