განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

2. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაწესებულება – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება;

ბ) დარგობრივი უნარების ორგანიზაცია – იურიდიული პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად რეგისტრირებულია დარგობრივი უნარების ორგანიზაციების რეესტრში;

გ) დარგობრივი უნარების ორგანიზაციების რეესტრი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – პროფესიული უნარების სააგენტოს (შემდგომში – პროფესიული უნარების სააგენტო) მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული ბაზა, რომელშიც რეგისტრირებულია დარგობრივი უნარების ორგანიზაციები;

დ) პროგრამა – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა.

თავი II. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლე