1. დაწესებულებასთან ერთად პროგრამის დუალური სწავლების სახით განხორციელების უფლება აქვს/აქვთ პირს/პირებს, რომელსაც საქართველოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად/რომელთაც ერთობლივად მოპოვებული აქვს/აქვთ სასწავლო საწარმოს სტატუსი (შემდგომში – სასწავლო საწარმო).
2. დაწესებულებასთან ერთად პროგრამის კოოპერაციული სწავლების სახით განხორციელების უფლება აქვს მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს.
3. დაწესებულებასთან ერთად პროგრამის კოოპერაციული სწავლების სახით განხორციელების მიზნით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) აცნობიერებდეს პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობას და საკუთარ, როგორც საგანმანათლებლო მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობას და ჰქონდეს პროგრამის განხორციელებაში ჩართვის მოტივაცია;
ბ) მისი ადამიანური და მატერიალური რესურსი შესაბამისობაში უნდა იყოს პროგრამის მოთხოვნებსა და სწავლის შედეგებთან;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზიას/ნებართვას ან სხვა სპეციალურ რეგულირებას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მოპოვებული ჰქონდეს ლიცენზია/ნებართვა ან სპეციალური რეგულირებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.
4. დაწესებულება უფლებამოსილია, დაადგინოს დამატებითი კრიტერიუმები, რომელთაც კოოპერაციულ სწავლებაში ჩართვის მიზნით უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტი.
5. დაწესებულება ვალდებულია, დაადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შეფასების წესი.
6. დაწესებულება ვალდებულია, შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში განათავსოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუქტებით გათვალისწინებული იმ სუბიექტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების პროცესშ