1. დაწესებულება და ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები, პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებით განხორციელებას და პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან, ასევე პროფესიული უნარების სააგენტოსა და შესაბამის დარგობრივი უნარების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

2. პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით შემუშავებისა და განხორციელების პროცესში დაწესებულება  უზრუნველყოფს:

ა) ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების მოძიებას, შერჩევასა და სასწავლო საწარმოსთან ხელშეკრულების გაფორმებას, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან თანამშრომლობის დოკუმენტირებას;

ბ)  ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებსა და შესაბამისი დარგობრივი უნარების ორგანიზაციასთან პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და მათთან კონსულტაციებს;

გ) პროგრამის სასწავლო გეგმისა და სხვა დოკუმენტების სასწავლო საწარმოსთან ერთობლივად შემუშავებას;

დ) პროგრამებზე აპლიკანტების ჩარიცხვის პროცედურების ორგანიზების მიზნით, შესაბამის დარგობრივი უნარების ორგანიზაციასა და სასწავლო საწარმოსთან თანამშრომლობას, აპლიკანტებთან კომუნიკაციას;

ე) საჭიროების შემთხვევაში სასწავლო საწარმოსა და პროფესიულ სტუდენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შედგენაში მონაწილეობას;

ვ) შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდების დაგეგმვას დარგობრივი უნარების ორგანიზაციასა და ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ სუბიექტებთან ერთად, ასევე პროცესის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას;

ზ) სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობას;

თ) დაინტერესებული პირების კონსულტირებასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებას;

ი) ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

3. პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები:

ა) დაწესებულებებსა და შესაბამის დარგობრივი უნარების ორგანიზაციებს უზიარებენ პროგრამის განხორციელების პროცესში მიღებულ გამოცდილებას, ასევე აწვდიან ინფორმაციას გამოვლენილი ხარვეზებისა და პრობლემების შესახებ;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დაწესებულებასთან ერთად არჩევენ აპლიკანტებს და ამ მიზნით თანამშრომლობენ შესაბამის დარგობრივი უნარების ორგანიზაციასთან;

გ) უზრუნველყოფენ პროფესიულ სტუდენტთან  ხელშეკრულების  გაფორმებას;

დ) დუალური სწავლებისთვის არჩევენ ინსტრუქტორებს და ხელს უწყობენ მათ პროფესიულ განვითარებას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ პროგრამებს;

ვ)  მონაწილეობენ შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდების დაგეგმვასა და ჩატარებაში;

ზ) ახორციელებენ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებ