1. პროგრამის დუალური სწავლების სახით განხორციელების მიზნით, დაწესებულებასა და სასწავლო საწარმოს შორის წერილობით ფორმდება ხელშეკრულება, ხოლო კოოპერაციული სწავლების სახით განხორციელებასთან დაკავშირებით, დაწესებულება და ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი წერილობითი ფორმით ადგენენ დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ (ხელშეკრულება/მემორანდუმი/შეთანხმება და სხვა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:

ა) სასწავლო საწარმოსა და დაწესებულების საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) პროგრამის სახელწოდებას (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის ფარგლებშიც ხორციელდება თანამშრომლობა;

გ) სასწავლო საწარმოსა და პროგრამის განხორციელების ადგილის მისამართებს;

დ) პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების განაწილებას დაწესებულებასა და სასწავლო საწარმოს შორის;

ე) პროგრამაზე ერთობლივად მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობას;

ვ) პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემის აღწერას, მათ შორის, ინფორმაციას შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ;

ზ) ინფორმაციას პროფესიული სტუდენტის შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პროფესიული სტუდენტისთვის შრომითი ხელშეკრულების მიღმა მატერიალური/ფინანსური დახმარების გაწევის, დაზღვევის პირობების თუ სხვა ზომების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) პროფესიული სტუდენტის სწავლის/სამუშაოს შესრულების პირობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სასწავლო საწარმოში/დაწესებულებაში პროფესიული სტუდენტის გამოცხადების შესაძლებლობას და მის ჩართულობას აღნიშნულ პროცესებში, ასევე აღნიშნულ პროცესებში მისი ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმებს (გეოგრაფიული მდებარეობა, ტრანსპორტირება და სხვა);

ი) სასწავლო საწარმოს ვალდებულებებს პროფესიული სტუდენტის სასწავლო საწარმოში სწავლის/სამუშაოს შესრულების პერიოდში შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ;

კ) ხელშეკრულების ვადას, რომელიც არ უნდა იყოს პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და ხელშეკრულების შეწყვეტის წესს;

ლ) სასწავლო საწარმოს/დაწესებულების სხვა უფლებებს, ვალდებულებებს, პასუხისმგებლობებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საკითხებს.

3. პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული თეორიული სწავლების თემატიკისა და პრაქტიკული სწავლების/მუშაობის დროში თანხვედრის საკითხები წყდება დაწესებულებისა და სასწავლო საწარმოს მიერ, ურთიერთშეთანხმებით.

4. პროგრამაზე ჩასარიცხ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროგრამის განხორციელებაში ჩართულ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტ(ებ)თან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობების ჯამს.

5. დაწესებულება ვალდებულია, ცალმხრივად, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ:

ა) სასწავლო საწარმოს გაუუქმდა სასწავლო საწარმოს სტატუსი;

ბ) სასწავლო საწარმოს შეუჩერდა სასწავლო საწარმოს სტატუსი, რაც გამორიცხავს სასწავლო საწარმოს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

6. ხელშეკრულება ვადამდე წყდება, თუ დაწესებულებას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე/გაუუქმდა ავტორიზაცია ან დაწესებულებამ დაკარგა პროგრამის განხორციელების უფლება.

7. დაწესებულება ვალდებულია, სასწავლო საწარმოს მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების სტანდარტებისა და პროგრამის განხორციელების წესების, პროფესიული სტუდენტების უფლებების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე სასწავლო საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის ან/და სხვა სპეციალური რეგულირებით გათვალისწინებული უფლებამოსილების გარეშე საქმიანობის განხორციელების ან საწარმოს მიმართ გაკოტრების/ლიკვიდაციის საქმისწარმოების დაწყების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, აცნობოს დარგობრივი უნარების ორგანიზაციას.

8. ხელშეკრულება სასწავლო საწარმოს/დაწესებულების ინიციატივით ვადამდე შეიძლება შეწყდეს შეწყვეტის თარიღამდე არანაკლებ 3 თვით ადრე, მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით ხელშეკრულება წყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომენტიდან.

9. ხელშეკრულება ავტორიზაციის, პროგრამის დამატების ან განხორციელების უფლების მოპოვების, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის გაზრდისა და პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილების მიზნებისთვის წარედგინება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრ