მომზადების/გადამზადების
პროგრამების განხორციელება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით
1. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების უფლება აქვს იურიდიულ პირს, რომელიც „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, მოიპოვებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებას.
2. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით და რეგულირდება „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებით, ასევე „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის №59/ნ ბრძანები