1. პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს წარმოდგენილ შეფასების ანგარიშს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განმცხადებლის დარგობრივი უნარების ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ;

ბ) განმცხადებლის დარგობრივი უნარების ორგანიზაციად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) სამუშაო ჯგუფისთვის შეფასების ანგარიშის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ვადის გაგრძელების შესახებ.

2. პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პროფესიული უნარების სააგენტო უზრუნველყოფს განმცხადებლის რეგისტრაციას დარგობრივი უნარების ორგანიზაციების რეესტრში უვადოდ.

3. განმცხადებელი უფლებამოსილია, განახორციელოს განაცხადში მითითებული დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებები დარგობრივი უნარების ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდა