1. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების დამატებით განხორციელების მიზნით შემდგომი შეფასება. ამ შემთხვევაში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ფასდება ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმთან მიმართებით.

2. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში აცნობოს პროფესიული უნარების სააგენტოს იმგვარი ცვლილების განხორციელების შესახებ, რომელიც უკავშირდება ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დარგობრივი უნარების ორგანიზაციის უფლებამოსილებების განხორციელებას.

3. პროფესიული უნარების სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით, ასევე ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შესაბამისობისა და დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე), შეაფასოს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შემდგომი შეფასების დაწყებაზე გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი.

4. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შემდგომ შეფასებას ახორციელებს სამუშაო ჯგუფი, რასთან დაკავშირებითაც ადგენს შეფასების ანგარიშს, რომელიც შეიძლება, ითვალისწინებდეს:

ა) დარგობრივი უნარების ორგანიზაციის განვითარებისა და მისი საქმიანობის სრულყოფის, ასევე დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მიერ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით შესაბამის რეკომენდაციებს;

ბ) რეკომენდაციას დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მიერ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დამატებით განხორციელებაზე ან განხორციელების მიზანშეუწონლობის შესახებ;

გ) რეკომენდაციას დარგობრივი უნარების ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ  გამოვლინდა, რომ დარგობრივი უნარების ორგანიზაცია არ ასრულებს მასზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებსა და აღარ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებს და აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემას არ ექნება შედეგი ან/და დარგობრივი უნარების ორგანიზაცია უარს აცხადებს რეკომენდაციების შესრულებაზე.

5. სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიშის პროექტი გასაცნობად წარედგინება დარგობრივი უნარების ორგანიზაციას და განესაზღვრება გონივრული ვადა მოსაზრებების წარდგენის მიზნით. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მოსაზრებების გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გადაამუშაოს შეფასების ანგარიშის პროექტი. სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიშის პროექტზე მოსაზრებების წარდგენა განმცხადებლის უფლებაა და მისი წარუდგენლობა ან განმცხადებლის მოსაზრებების გაუთვალისწინებლობა არ აფერხებს სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიშის შემდგომ განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას.

6. სამუშაო ჯგუფის შეფასების ანგარიში და დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მოსაზრებები წარედგინება პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტრს, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას დარგობრივი უნარების ორგანიზაციისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემის შესახებ და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას რეკომენდაციების შესასრულებლად, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, შეფასების ანგარიშს გადასცემს პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს.

7. პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს შეფასების ანგარიშს თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით და ეთანხმება სამუშაო ჯგუფს ან უფლებამოსილია, დასაბუთებული შენიშვნებით დაუბრუნოს შეფასების ანგარიში სამუშაო ჯგუფს.

8. პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პროფესიული უნარების სააგენტო უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაციების რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელება