1. პროგრამის დუალური სწავლების ფორმით განხორციელების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტსა და სასწავლო საწარმოს შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფორმდება შრომითი ან სამუშაოს შესრულების/მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება.
2. თუ დაწესებულებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება რამდენიმე სასწავლო საწარმოსთან, პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია, დაწესებულებასთან შეთანხმებით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე და მიმღები სასწავლო საწარმოს თანხმობით, შეიცვალოს სასწავლო საწარმო.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:
ა) თითოეული მხარის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) პროგრამის სახელწოდებას (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სწავლება;
გ) სასწავლო საწარმოსა და სასწავლო გარემოს მისამართებს;
დ) ინფორმაციას პროფესიული სტუდენტის შრომის/შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ოდენობისა და წესის, ასევე სწავლის დაფინანსებისა და მისთვის მატერიალური და/ან სხვა სახის ფინანსური დახმარების გაწევის, წახალისების სხვა ზომების განხორციელების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) სასწავლო საწარმოში სწავლის/სამუშაოს შესრულების პირობებს (მათ შორის, ინფორმაციას გაცდენების შემთხვევებზე რეაგირების ზომების თაობაზე), რომლებიც არ შეუშლის ხელს პროფესიული სტუდენტის ჩართულობას დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესში;
ვ) სასწავლო საწარმოს ვალდებულებებს, პროფესიული სტუდენტის სწავლის/სამუშაოს შესრულების პერიოდში, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ;
ზ) სასწავლო საწარმოს კანონიერი ინტერესების ფარგლებში მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულებას;
თ) პროფესიული სტუდენტის ვალდებულებებს სასწავლო საწარმოში დადგენილი წესების დაცვასთან დაკავშირებით;
ი) სასწავლო საწარმოს/პროფესიული სტუდენტის სხვა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს;
კ) ხელშეკრულების ვადას და შეწყვეტის წესს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ და მხარეთა მიერ შეთანხმებულ სხვა საკითხებს.
4. ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების ვადის ფარგლებში შესაძლებელი უნდა იყოს პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისათვის პროგრამით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებ