ა) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12);

ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 194);

გ) „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42);

დ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 101).

2. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) მე-11, მე-12 და მე-14 მუხლები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან იურიდიულ ძალას ინარჩუნებს მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ამ აქტების უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე