გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1470-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელეები - ზ------------------ ი--------------- ლ-----------, კ------------------ და-----------–ია, დ-----------------–-, ი---------------- ნ--------------
წარმომადგენლები - უ-- ზ---–---–-, პ----- ს--–--;
მოპასუხე - სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური;
წარმომადგენელი - გ-----------------
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ნ--------------------–--
მესამე პირი - ი.მ-------–---ო’’ (ასკ. 16.2);
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 21 აპრილის N1---- ბრძანება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის N----- ბრძანება.
მოსარჩელეთა განმარტებით, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანებით შეთანხმდა 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობის პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ცალსახადაა დადასტურებული, რომ გასაჩივრებული ნებართვის გამოცემამდე არსებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 აგვისტოს N2------ ბრძანებით შეთანხმებული პროექტით გათვალისიწინებული შენობა-ნაგებობის გაბარიტები მნიშვნელოვნად მცირე იყო, ვიდრე დღეს შეთანხმებული. 2016 წლის 21 აპრილს მიწის ნაკვეთს (ს.კ. 0---------------) არსებული კ2 კოეფიციენტი 1.8-ის ნაცვლად განესაზღვრა 2.8-ით. ამის შემდეგ მოხდა პროექტის შეთანხმება 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანებით და გაიცა მშენებლობის ნებართვა გაზრდილი კ2 კოეფიციენტის გათვალისწინებით, შედეგად, მშენებარე კორპუსის სიმაღლე განისაზღვრა 33.27 მეტრით, ნული ნიშნულის ზემოთ 27.12 მეტრით. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 აგვისტოს N2------ ბრძანებით შეთანხმებული პროექტით კი შენობის სიმაღლე 17 მეტრით განისაზღვრებოდა. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანება მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 10 იანვარს. საჩივრის განხილვის ვადაში მშენებლობის ნებართვის მოქმედება შეჩერებული იყო. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე მხარეს უკანონოდ ეთქვა უარი.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.1.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირის პოზიცია
2.2.1. მესამე პირს - იმა ,,ლ------’’ წარმომადგენელს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2006 წლის 10 ნოემბერს თ----- გ---------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს და განმარტა, რომ ის არის 1547 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ს------- გორაზე, სადაც გამიზნული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. განმცხადებელმა ითხოვა ქალაქმშენებლობითი პირობების შეთანხმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 10.11.2006 წლის განცხადება (ს.ფ. 293, ტომი II);
3.1.2. 2008 წლის 10 მაისს ამხანაგობა ,,ლ------ა’’ და სს ,,ინ–-–----’ შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ვ---------------–--- რაიონში, ს------- გორაზე (ნაკვეთები N----------) მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწისა და რკინა-ბეტონის კარკასის მშენებლობის სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
10.05.2008 წლის ხელშეკრულება და მისი დანართები (ს.ფ. 124-179, ტ. II);
3.1.3. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 მარტის Nგ------ აქტით ქ. თბილისში, ს------- გორაზე (ნაკვეთები N8------------ დამტკიცდა ქალაქმშენებლობითი პირობები, ტერიტორია წარმოადგენს განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას (სზ-3), კ-1=0,5, კ-2=1,8, კ-3=0,10.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 მარტის Nგ------ აქტი (ს.ფ. 290-292 ტ. II);
3.1.4. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 1 მაისის N1------ ბრძანებით, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 06.03.2007 წლის Nგ------ ქალაქთმშენებლობის პირობებს დაემატა ახალი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა საჯარო რეესტრიდან (ს.კ. 0---------------, ფართი: 1424 კვ.მ). ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 06.03.2007 წლის Nგ------ ქალაქთმშენებლობის პირობებში, კერძოდ მიწის ნაკვეთის ფართობად მიეთითა 1424 კვ.მ , ხოლო საკადასტრო კოდად N0---------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
თბილისის არქიტექტურის სამსახურის 01.05.2015წ. N1------ ბრძანება. (ს.ფ.54-55, ტ. II);
3.1.5. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ს------- გორა, ნაკვეთი N--- ს.კ. 0--------------, დაზუსტებული ფართობი: 379 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2008 წლის 13 მარტიდან აღრიცხულია ო---- ქ--–--–---–-- სახელზე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ს------- გორა, ნ-----------, ს.კ. 0----------------------, დაზუსტებული ფართობი: 912 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2008 წლის 18 აპრილიდან აღრიცხულია კა---–---------–იას სახელზე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ს------- გორა N---- ნაკვეთი N-- ს.კ. 0---------------- დაზუსტებული ფართობი: 591 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2013 წლის 6 აგვისტოდან აღრიცხულია ზ-------------------------------------------- სახელზე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ს------- ქუ-- N103, ს.კ. 0---------------- დაზუსტებული ფართობი: 2511 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2014 წლის 5 სექტემბრიდან აღრიცხულია დ----- ს------ სახელზე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ს------- გორა, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 1424 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2012 წლის 22 ივნისიდან აღრიცხულია იმა ,,ლ------’’ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 13.03.2008 წ. (ს.ფ. 208-209, ტ. II);
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 06.03.2013 წ. (ს.ფ. 103-104, ტ. II);
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 06.08.2013 წ. (ს.ფ. 343-344, ტ.II);
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 28.10.2015 წ. (ს.ფ.101-102, ტ. II);
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 12.01.2017 წ.(ს.ფ. 338-339, ტ. II);
3.1.6. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 4 აგვისტოს N2------ ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ს------- გორაზე თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 04.08.2015-დან 04.02.2017 წლის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 4 აგვისტოს N2------ ბრძანება (ს.ფ. 29-32, ტ. I);
3.1.7. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 4 აგვისტოს N2------ ბრძანებით შეთანხმებულ პროექტზე თანდართული 2015 წლის ივლისის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ს------- გორა (ს.კ. 0---------------) არ გამოიწვევს ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის მოთხოვნების დარღვევას მიმდებარე შენობებისათვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების ხელმძღვანელის საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ვ---------------–--- რაიონში, ს------- გორაზე, ოთხსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილ ნაკვეთებზე N8--------- აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით არის გათვალისწინებული.
შპს ,,შ-----------------------–------------------------–---------’ საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ს------- გორაზე ასაშენებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის კონსტრუქციული ნაწილის გადაწყვეტა მისაღებია, შესრულებულია მაღალ დონეზე, შენიშვნა ატარებს სურვილის ხასიათს. ნაშრომს ეძლევა რეკომენდაცია დასამტკიცებლად და მის გამოყენებას მშენებლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2015 წლის ივლისის დასკვნა (ს.ფ. 96, ტ. I);
საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 266-267, ტ. II);
შპს ,,შ-----------------------–------------------------–---------’ საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 275-279, ტ. II);
3.1.8. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით, იმა ,,ლ------’’ N AR1------ განცხადების პასუხად მოხდა სპეციალური ზონალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის (კ2) კოეფიციენტი გაიზარდა. საჭირო გახდა ადრე შეთანხმებული პროექტის კორექტირება, რამაც გამოიწვია საცხოვრებელი სახლის პროექტის ძირეული ცვლილება. ადრე შეთანხმებული პროექტის მიხედვით ობიექტზე X4-X9 ღერძებს შორის უკვე შესრულებულია ორი მიწისქვეშა სართულის ძირითადი კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები 2015 წლის 4 აგვიტოს N2------ ბრძანებით შეთანხმებული პროექტის მიხედვით. კორექტირებულ პროექტში საცხოვრებელი სახლის გეგმები ძირითადად იმეორებს ადრე შეთანხმებული პროექტის გეგმების კონტურებს და მორგებულია ,,ნატურაში’’ შესრულებულ ნაგებობაზე. კორექტირებული პროექტის ნახაზებზე არ არის მითითებული შეცვლილი კვანძები და ელემენტები, რადგან მისი ტექნიკური მაჩვენებლები, სართულიანობა, მოცულობა და ქალაქმშენებლობითი პარამეტრები ძირეულად განსხვავდება ადრე შეთანხმებული პროექტისაგან. კორექტირებული პროექტი დამუშავებულია თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 1 მაისის N1------ ,,გაპი-სა’’ და დამკვეთის - იმა ,,ლ------’’ მოთხოვნების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია (ს.ფ. 233, ტ. II);
3.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 21 აპრილის N1---- ბრძანებით ქ. თბილისში, ს------- გორაზე არსებული მიწის ნაკვეთისთვის (ს.კ. 0---------------) განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით და განისაზღვრა: კ2=2.8.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 21.04. 2016 წ. N1---- ბრძანება. (ს.ფ. 24, ტ. I);
3.1.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის N0----- დადგენილების თანახმად, ქ. თბილისში, ს------- გორა, ს.კ. 0----------------ში იმა ,,ლ------’’ მიერ განხორციელდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.08.2015 წლის N2------ ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით. აღნიშნული დადგენილებით, იმა ,,ლ-----’’ დაჯარიმდა 3000 ლარით, პროექტის დარღვევით III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის N0----- დადგენილება (ს.ფ. 71-73, ტ. III);
3.1.11. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, ს------- გორაზე თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 06.12.2016-დან 06.12.2017 წლის ჩათვლით.
2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანებით შეთანხმებული პროექტის მიხედვით, მომიჯნავე ნაკვეთთან (ს.კ. 0---------------) მიმართებით, ღიობების მოწყობით დაცულია შემდეგი ზომები: 0,00 ნიშნულზე 4-7 ღერძებში 12,30 საკადასტრო საზღვრამდე; 4.20-დან 20.7 ნიშნულის ჩათვლით 4-7 ღერძებში 10.6 საკადასტრო საზღვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანება (ს.ფ. 25-28, ტ. I);
განმარტებითი ბარათი (ს.ფ. 341, ტ. II);
3.1.12. 2017 წლის 10 იანვარს უ-- ზ---–---–-- N1--------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1 მაისის N1------ და 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანებების ბათილად ცნობა.
2017 წლის 27 იანვარს უ-- ზ---–---–-- N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და კვლავ მოითხოვა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1 მაისის N1------ და 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანებების ბათილად ცნობა.
2017 წლის 24 მარტს უ-- ზ---–---–-- N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 4 აგვისტოს N2------ ბრძანებით და ქ. თბილისის მერიის ურბანული საქალაქო სამსახურის 2007 წლის 6 მარტის Nგ------ ადმინისტრაციული აქტით დადგენილი ქალაქმშენებლობითი პირობების ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 10 იანვარის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 28-32, ტ. II);
2017 წლის 27 იანვარის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 195-200ტ.1.);
2017 წლის 24 მარტის დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 109-111, ტ. I);
3.1.13. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის N----- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ზ------------------- თ-------------------, ი---------------- ლ-----------ს, კ------------------- და-----------–იას, დ-----------------–-ს, ო---- ქ--–--–---–-- წარმომადგენლის - უ-- ზ---–---–-ს 2017 წლის 10 იანვრის N1---------------, 2017 წლის 27 იანვრის N1---------------- და 2017 წლის 22 თებერვლის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრები. ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული გაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 6 მარტის Nგ------ ქალაქთმშენებლობითი პირობები, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 1 მაისის N1------, 2015 წლის 4 აგვისტოს N2------ და 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანებები. ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 6 თებერვლის N1---- ბრძანება თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის N----- ბრძანება. (ს.ფ. 35-51, ტ.I);
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1635-1589(კ-08), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებზეც ისინი ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილება, ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილება.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 21 აპრილის N1---- და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 თებერვლის N----- ბრძანებები, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
7.2. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 21 აპრილის N1---- ბრძანების ბათილად ცნობა,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
7.3. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კანონის მიზნები და ამოცანები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ქვეყნის ტერიტორიაზე სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა („თანაბარი შესაძლებლობების სივრცე’’).
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების პარამეტრების გადამეტების
წინაპირობებს. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „განაშენიანების რეგულირების წესებით“ დადგენილი იმ ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლები, რომლებიც მოცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში ან დადგენილია იმავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით, შეიცვლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ან სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, თუ: ა) ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ)ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის წესი დგინდება „განაშენიანების ძირითადი დებულებებითა“ და „განაშენიანების რეგულირების წესებით“.
სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ.თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’ (სადავო პერიოდში მოქმედი), რომელიც არეგულირებს ქ.თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.
7.4. ქ.თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’(სადავო პერიოდში მოქმედი) 18.1 მუხლის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გამოყოფილ ერთ-ერთი კონკრეტული ფუნქციურ ზონას წარმოადგენს საცხოვრებელი ზონა 6(სზ-6).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ს------- გორაზე არსებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N0---------------) მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში 6-–-- ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად კი, საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) არის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი -1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები. ამასთან, საცხოვრებელი ზონა 6-ში მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტია (კ-1) – 0.5, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) – 2,5, ხოლო მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის’’ (სადავო პერიოდში მოქმედი) 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაშენიანების კოეფიციენტისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების მაქსიმალური მაჩვენებლები გადამეტებულ შეიძლება იყოს განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების საფუძველზე, თუ: ა) ამას მოითხოვს დედაქალაქის ქალაქმშენებლობითი და არქიტექტურული, აგრეთვე ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ)გადამეტება წონასწორდება ან კომპენსირდება გარკვეული ზომებით, რომელთა გატარება უზრუნველყოფს ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მოთხოვნების შელახვისა და გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დაკმაყოფილებას; გ)ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სამშენებლო ნაგებობის მშენებლობა გამართლებულია დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებულ მიზეზებთან (სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით), დასაშვებია კოეფიციენტის (ტერიტორიის განაშენიანებისა (კ-1) და განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი პროექტის, მშენებლობის ნებართვის გამცემის შესაბამისი სამსახურის და ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე, რომელსაც განკარგულებით ამტკიცებს ქ.თბილისის მერი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ელექტრონული წარმოების საფუძველზე მოპოვებული (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება, საქმე საქმე N3--------) ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2016 წლის 31 მარტის სხდომის N-- ოქმით დგინდება, რომ 2016 წლის 21 მარტს (NAR1------) მოთხოვნილი იქნა ქ. თბილისში ს------- გორაზე ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდა კ2=2,8-მდე. ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებით, მიეცა თანხმობა საბურთალოს რაიონში, ს------- გორაზე არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი: N0---------------) ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდაზე და არსებული ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი განისაზღვრა - კ2=2,8. ასევე დართული იქნა განმარტებითი ბარათი, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთი (საკადასტრო ნომერი N0---------------) მდებარეობს საცხოვრებელ ზონა N6-ში კ1=0,5; კ2=2,5 (მიწის გამოყენების პირობების შესაბამისად კ1=0,5; კ2=1,8/2006წ).
განმარტებითი ბარათის თანახმად, დასაბუთების პროექტის შესაბამისად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ინტენსივობის პარამეტრები იზრდება კ2=1,8- დან და შეადგენს კ2=2,8 (არსებული გაპის მიხედვით და იმ პერიოდისათვის არსებული რეგლამენტითა და წესების შესაბამისად) ქალაქგეგმარებითი პარამეტრების გაზრდით, კანონმდებლობით დადგენილი ნორმები არ ირღვევა. ბინების რაოდენობა შეადგენს 37 ერთეულს ხოლო ავტომობილების პარკირების ადგილები შეადგენს 51 მანქანის ადგილს).
სადავო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 21 აპრილის №1---- ბრძანებით დგინდება, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 166-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების 25-ე მუხლის და ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2016 წლის 31 მარტის სხდომის N-- ოქმის შესაბამისად, ქ. თბილისში, ს------- გორაზე არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი: N0---------------), განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა: კ2=2,8. ამავე ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურს დაევალა შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.
სასამართლო მიუთითებს, რომ კოეფიციენტის გაზრდის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთ ფარგლებს წარმოადგენს ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, რომელიც ითვალისწინებს კოეფიციენტების გადამეტების შესაძლებლობას, მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში და ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის” 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპროექტებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია ასეთი ფაქტის დადასტურებისას: ა) საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა - ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაციისა და დაზიანების გამოსწორება, მაშინ მოახდინოს შესაბამისი კომპენსირება მოსაზღვრე დაზიანებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ამდენად, მესამე პირის მხრიდან სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევა, მათ შორის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის წლის N57 დადგენილების 35-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების უგულებელყოფა, წარმოადგენს დამკვეთის პასუხისმგებლობის დაკისრების და არა აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
სასამართლო კოეფიციენტის გადამეტების კანონიერებაზე მსჯელობის თვალსაზრისით მიუთითებს, რომ პრაქტიუკულად ადგილი აქვს ნორმატიულად განსაზღვრული კოეფიციენტის გადამეტებას მხოლოდ 0,3-ით, რაც უმნიშვნელოა და უარყოფით გავლენას ვერ ახდენს ვერც აქტის კანონიერებაზე და ვერც მესამე პირთა უფლებებზე. ამდენად, სივრცითი მოწყობის ამგვარი გადაწყვეტით მოსარჩელეთა უფლებების დარღვევა უაღრესად ჰიპოთეტურია, თუ გავითვალისწინებთ იმ უდავო ფაქტსაც, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მოსარჩელეთაგან მხოლოდ ზ-------------------------------------------- საკუთრებაში არსებული, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარეობს.
საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 21 აპრილის №1---- ბრძანება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მესამე პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები (სადავო ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მშენებლობა), სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ექსპერტიზის დასკვნების ერთობლიობაში გამოკვლევის საფუძველზე უდავოდ არ დასტურდება, რომ სადავო აქტით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესს.
7.5. მოსარჩელეთა ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანების ბათილად ცნობა,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების 37.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამავე დადგენილების 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა, გარდა ამ დადგენილების 33-ე, 47-ე, 53-ე, 61-ე, 65-ე, 69-ე, 73-ე, 77-ე, 83-ე და 941 მუხლებისა.“
სასამართლო განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედებდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის 38-ე პუნქტი მშენებელობის ნებართვის სტადიებს განმარტავდა 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების იდენტურად, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა განმარტებული იყო, როგორც განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი იყოფოდა სამ ურთიერთდამოუკიდებელ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცება); II - სტადია - არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
დადგენილია, რომ 2006 წლის 10 ნოემბერს თ----- გ---------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს და განმარტა, რომ ის არის 1547 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ს------- გორაზე, სადაც გამიზნული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. განმცხადებელმა ითხოვა ქალაქმშენებლობითი პირობების შეთანხმება.
ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 მარტის Nგ------ აქტით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ს------- გორაზე (ნაკვეთები N8------------ დამტკიცდა ქალაქმშენებლობითი პირობები, ტერიტორია წარმოადგენს განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას (სზ-3), კ-1=0,5, კ-2=1,8, კ-3=0,10.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 1 მაისის N1------ ბრძანებით, შევიდა ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 6 მარტის N1---- ქალაქთმშენებლობით პირობებში, კერძოდ: მიწის ნაკვეთის ფართობი მიეთითა 1424 კვ.მ, ხოლო საკადასტრო კოდი დაფიქსირდა - N0---------------.
საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 აგვისტოს N2------ ბრძანებით დგინდება, რომ შეთანხმდა ქ. თბილისში, ს------- გორაზე, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 04.08.2015წ-დან 04.02.2017წ-ის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებელი კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი მითითებულია კ2=1.8
სასამართლო მიუთითებს, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილების, 30-ე მუხლის პირველი პუნქტზე, (სადავო პერიოდში მოქმედი) რომლის თანახმად, „სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. ამავე დადგენილების 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების პროექტი მოიცავს: ა) მიწის ნაკვეთის აღწერას; ბ) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის ძირითად მოთხოვნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის აღწერაში შედის: ა) მიწის ნაკვეთის მდებარეობა დასახლებათა ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებში; ბ) მიწის ნაკვეთის და საჭიროების შემთხვევაში მისი მიმდებარე ტერიტორიის გრუნტების ზოგადი მახასიათებლები; გ) მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით, ამ დადგენილების მე-5 ნლის შესაბამისად; დ) მითითება მიწის ნაკვეთის ზოგად ან/და კონკრეტული ფუნქციურ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) მითითება მიწის ნაკვეთის ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) მითითება მიწის ნაკვეთის კულტურული მემკვიდრეობის ან/და გარემოს დაცვის ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ეკოლოგიური მდგო----ეობის შესახებ. თ) საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად სხვა ინფორმაცია. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი მიწის ნაკვეთზე შენობა ნაგებობების მშენებლობის ძირითადი ინფორმაცია/მოთხოვნები გულისხმობს შემდეგს: ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი; ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი; გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი; დ) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა, “დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების” მოთხოვნათა შესაბამისად; ე) შენობა-ნაგებობების ფუნქციური დანიშნულება; ვ) შენობა-ნაგებობების სართულიანობა და გაბარიტები; ზ) მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის კეთილმოწყობა (მაგ. შემოღობვა, საბავშვო სათამაშო მოედნები, გამწვანება); თ) სამშენებლო მოედნის მოწყობა; ი) ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური მომზადება (მაგ: გრუნტის ზედაპირის ცვლილება, ზედაპირული ან/და გრუნტის წყლის გადაყვანა/მოცილება, დამცავი ნაგებობები); კ) ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობა; ლ) შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის დროს საჭიროების შემთხვევაში არსებული მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები ან მათი არარსებობის შემთხვევაში აზომვითი პროექტი, აგრეთვე საექსპერტო დასკვნა შენობა-ნაგებობის მდგო----ეობის შესახებ; მ) საჭიროების შემთხვევაში ამ დადგენილების შესაბამისად სხვა ინფორმაცია/მოთხოვნები.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილების 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე, (სადავო პერიოდში მოქმედი) რომლის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტი არის დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც ამ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული III და IV კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ს------- გორაზე, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N0---------------), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 06.12.2016წ-დან 06.12.2017წ-ის ჩათვლით.
სასამართლო მიუთითებს, „ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის N57-ე ბრძანებაზე, (ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 6 მარტის Nგ------ ქალაქთმშენებლობით პირობების დადგენის დროისათვის მოქმედი) რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ეს წესი არეგულირებს საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების განთავსებას სამეზობლო საზღვრის მხარეს.“ ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სამეზობლო საზღვარი არის ორ მეზობელ ნაკვეთს შორის არსებული ან საპროექტო გამყოფი ხაზი.“
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერების საფუძველზე დგინდება შემდეგი: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ს------- გორა, ნაკვეთი N--- ს.კ. 0--------------, დაზუსტებული ფართობი: 379 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2008 წლის 13 მარტიდან აღრიცხულია ო---- ქ--–--–---–-- სახელზე.
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ს------- გორა, ნ-----------, ს.კ. 0----------------------, დაზუსტებული ფართობი: 912 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2008 წლის 18 აპრილიდან აღრიცხულია კა---–---------–იას სახელზე.
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ს------- გორა N---- ნაკვეთი N-- ს.კ. 0---------------- დაზუსტებული ფართობი: 591 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2013 წლის 6 აგვისტოდან აღრიცხულია ზ-------------------------------------------- სახელზე.
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ს------- ქუ-- N103, ს.კ. 0---------------- დაზუსტებული ფართობი: 2511 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2014 წლის 5 სექტემბრიდან აღრიცხულია დ----- ს------ სახელზე.
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ს------- გორა, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 1424 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2012 წლის 22 ივნისიდან აღრიცხულია იმა ,,ლ------’’ სახელზე.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, დგინდება, რომ მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთებიდან საპროექტო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ განთავსებულია მხოლოდ ზ-------------------------------------------- საკუთრებაში არსებული, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, ო---- ქ--–--–---–-- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთს არ აქვს საერთო საზღვარი საპროექტო მიწის ნაკვეთთან. ხოლო, კა---–---------–იას კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და საპროექტო მიწის ნაკვეთს შორის მდებარეობს საზოგადოებრივი სივრცე (ქუ--), რაც მიუთითებს იმაზე, რომ კა---–---------–იასთან მიმართებით სახეზეა საზოგადოებრივი და არა სამეზობლო საზღვარი. სამეზობლო საზღვრის არარსებობის პირობებში კი საპროექტო ობიექტზე არ გავრცელდება შენობა ნაგებობისა და გარკვეული არქიტექტურული დეტალების მიჯნის ზონაში განთავსების წესები. შესაბამისად, სამეზობლო მიჯნის ზონაში შენობა ნაგებობების განთავსების წესები შესაძლებელია შეფასდეს მხოლოდ N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებასთან მიმართებით.
სასამართლო მიუთითებს, „ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის N57-ე ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად „ნებადართულია ასევე საცხოვრებელი სახლის განთავსება ნაკვეთების საზღვრიდან არანაკლებ 5.0 მეტრისა. ასეთ შემთხვევაში სამეზობლო მიჯნის მხარეს განთავსებულ კედელში შესაძლებელია ფანჯრებისა და სხვა სახის ღიობების მოწყობა“. დასახელებული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მომიჯნავე მიწის ნაკვეთსა და წრე, ხაზებს შორის დაშორება არანაკლებ 5.0 მეტრშია დასაშვებია ფანჯრისა და ლიობის მოწყობა;
განსახილველ შემთხევაში კი სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ლაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის III და IV კლასების შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების სპეციალისტი განმარტებითი ბარათზე, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანებით შეთანხმებული პროექტით, მომიჯნავე ნაკვეთთან (ს.კ. 0---------------) მიმართებით, ღიობების მოწყობით დაცულია შემდეგი ზომები: 0,00 ნიშნულზე 4-7 ღერძებში 12,30 საკადასტრო საზღვრამდე; 4.20-დან 20.7 ნიშნულის ჩათვლით 4-7 ღერძებში 10.6 საკადასტრო საზღვრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ ზ------------------- და თ------------------- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრამდე დაშორება აღემატება 5 მეტრს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაცულია მიჯნის ზონაში მშენებლობის განხორციელების წესი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელეები სადავო ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია განათებისა და ინსოლაციის ნორმები, დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 21 სექტემბრის N59 ბრძანებით დამტკიცებულ ”ბუნებრივი განათებულობა და ინსოლაცია, სამშენებლო ნორმებსა და წესებზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „წინამდებარე ნორმები განსაზღვრავენ არქიტექტურულ-მოცულობითი და ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტისადმი სანიტარულ - ჰიგიენურ მოთხოვნებს ბუნებრივი განათლებულობის და ინსოლაციის ნაწილში.“ ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ამ ნორმების დაცვა აუცილებელია სხვადასხვა დანიშნულების ახლად მშენებარე და რეკონსტრუირებადი შენობების, აგრეთვე ქალაქგეგმარებითი პროექტების შედგენის დროს.“
აღნიშნული წესების მეორე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი განათება განმარტებულია შემდეგნაირად: სათავსების განათება გარე შემომზღუდავ კონსტრუქციებში მოწყობილ შუქღიობებიდან შემოსული პირდაპირ ან არეკლილი ცის შუქით. ხოლო ამავე მუხლის მე-19 პუნქტის მიხედვით, „ინსოლაცია - ნებისმიერი ზედაპირის მზის სხივებით განათება.“
სასამართლო მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 4 აგვისტოს N2------ ბრძანების გამოცემისას, საპროექტო ობიექტთან მიმართებით, დამკვეთის მიერ წარდგენილი იყო დასკვნა ბუნებრივი განათებულობისა და ინსოლაციის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელი მშენებლობა არ გამოიწვევს ბუნებრივი განათებულობისა და ინსოლაციის მოთხოვნების დარღვევას მიმდებარე შენობებისთვის.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 21 სექტემბრის N59 ბრძანებით დამტკიცებულ ”ბუნებრივი განათებულობა და ინსოლაცია, სამშენებლო ნორმები და წესები“ ძალადაკარგულად გამოცხადდა ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 6 აგვისტოს Nო1-1/1254 ბრძანებით. გასაჩივრებული აქტით კორექტირებული პროექტის შეთანხმების დროისათვის აღნიშნული წესები აღარ მოქმედებდა.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილების მეორე მუხლის 51-ე პუნქტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთი არის ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციური ზონების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ არის უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა, როდესაც მისი განაშენიანების დასრულებისათვის მას უკავშირდება სულ ცოტა ერთი მისასვლელი, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფილია მისასვლელით გზით.
რაც შეეხება მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ არსებული განაშენიანების არქიტექტურულ შეფასებას, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ აღნიშნული ვერ მიიჩნევა მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესებისადმი ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად, ვინაიდან, იგი წარმოადგენს ს------- გორის განაშენიანების მხოლოდ ზოგად შეფასებას, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა გაწერილია კონკრეტული საკანონმდებლო აქტებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2016 წლის 6 დეკემბრის N2------ ბრძანება. მოსარჩელეებმა კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთეს, თუ რატომ ეწინააღმდგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგავარი გადაწყვეტილების მიღება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია გაირკვეს, გასაჩივრებული აქტი ექცევა თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით განსაზღვრულ კატეგორიაში, რადგან გატარებული მმართველობითი ღონისძიების სტაბილურობის და პირის კანონიერი ნდობის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად აცხადებს თვით კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადგენს მისი გაბათილების დაუშვებლობის სტანდარტს, პირის კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულია, როგორ უნდა შემოწმდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობა, კერძოდ, თუ მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ამდენად, შეფასების საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი. ამ პირობებში თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით უნდა დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერების პრინციპი პრიორიტეტულია კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით, თუ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამგვარი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში გადის აღმჭურველი აქტი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო აქტების ფარგლებიდან, რამდენადაც ადგილი აქვს საჯარო ინტერესების არსებითად დარღვევას. ამასთან, არსებითი ხასიათის დარღვევა მაშინაა სახეზე თუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელია მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შმთხვევაში მესამე პირის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოცემული სადავო აქტის მიმართ უდავოდ დადგენილია, რადგან გასაჩივრებული აქტების საფუძველზე განხორციელებულია მშენებლობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთება მოსარჩელეთა კანონით დაცულ ინტერესთა და უფლებათა იმგვარი ხელყოფა, რომელიც სადავო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმებას განაპირობებდა.
7.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის N----- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის N----- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელე არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, კონკრეტული მტკიცებულების მითითებისა და წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ანუ დაასაბუთოს თავისი სარჩელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა მისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, კერძოდ- გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ------------------- ი---------------- ლ-----------ს, კ------------------- და-----------–იას დ-----------------–-ს, იო----------–იას, ნ-------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.№7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი