„სამინისტროსა და ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მფლობელს) შორის დასადები ხელშეკრულებისა და მესაკუთრის (კანონიერი მფლობელის) მიერ სამინისტროსათვის წარსადგენი ინფორმაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 05.03.2014
ძალის დაკარგვა 05.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/79
სარეგისტრაციო კოდი 450040010.22.054.016107
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი მირიანე ოდიშარია | მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ძეგლის მესაკუთრეს/კანონიერ მოსარგებლეს შორის დასადები ხელშეკრულებისა და ძეგლის მესაკუთრის/კანონიერი მოსარგებლის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.11.2015
დოკუმენტის ტექსტი
„სამინისტროსა და ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მფლობელს) შორის დასადები ხელშეკრულებისა და მესაკუთრის (კანონიერი მფლობელის) მიერ სამინისტროსათვის წარსადგენი ინფორმაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/79
2014 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
სამინისტროსა და ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მფლობელს) შორის დასადები ხელშეკრულებისა და მესაკუთრის (კანონიერი მფლობელის) მიერ სამინისტროსათვის წარსადგენი ინფორმაციის ფორმის დამტკიცების შესახებ
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სამინისტროსა და ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მფლობელს) შორის დასადები ხელშეკრულების ფორმა ამ ბრძანების დანართის - №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მფლობელის) მიერ სამინისტროსათვის წარსადგენი ინფორმაციის ფორმა ამ ბრძანების დანართის - №2 შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრიმირიანე ოდიშარია