არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№195
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016623
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №195

2014 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით „შეღავათიანი აგროკრედიტები“ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი - 37 01 07 ) გამოყოფილი ასიგნებებიდან, ამავე ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებისათვის, 63 800 000 (სამოცდასამი მილიონ რვაასი ათასი) ლარი მიმართოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხით „შეღავათიანი აგროკრედიტების“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ შესაბამისად.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა მოხმარდეს ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 2013 წელს გაცემული სესხების თანადაფინანსებას.

პრემიერ-მინისტრი       ი . ღარიბაშვილი