თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.02.2014 ძალადაკარგული 02.03.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.126.016088
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2014 წლის 21 თებერავალი

ქ. თერჯოლა

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ” ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის №N1037 (ვებგვერდი, 23.09.2013წ) კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784  ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
 დადგინდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №1 დადგენილება (სსმ, 18/02/2013).
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ფანჩულიძე



                                                                                                                                                                                             დანართი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1
 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე იანგარიშება შემდეგი ფორმულით CN = IMG X ITL X C X K  სადაც:

 ა) CN არის მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე;

 ბ) IMG არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი;

 გ) ITL არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი;

 დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი – 0,24 ლარი;

 ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.

მუხლი 2
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს 0,43.
მუხლი 3
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი განისაზღვროს 1,0.
მუხლი 4
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი დადგინდეს 30.
მუხლი 5
 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე განისაზღვროს:

ტერიტორია

კვ/მ მიწის

ნორმატიული

ფასი.

(0,43X1,0X0,24X30)

ლარი

1

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრში

(ქ. თერჯოლის ტერიტორია)

 

3,096

        

2

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი–სენაკი–ლესელიძე) 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის

(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტი)   3,096

3

 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის

 

 

ჩოლაბურის ხიდი – თერჯოლა –ტყიბული

 

 

(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტი) 3,096

ქუთაისი(საღორია)–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარა

ქუთაისი–საფიჩხია–ჭოგნარი

თერჯოლა–ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8 – რუფოთი–ალისუბანი–საზანო–თუზი–კიცხი–ქვაციხე

 

(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 პროცენტი) 2,167

4

სოფლები და დასახლებათა შორის არეალი (გარდა ამ ცხრილის მე-2 და მე-3 პუნქტებისა)

 

(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტი) 1,548