„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №186 |
|
2014 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
1. დადგენილების:
ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მიმართული სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის უზრუნველსაყოფად, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახში აღზრდის უპირატესი უფლების უზრუნველყოფისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის, სრულწლოვან პირთა დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ,,დამტკიცდეს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი.“;
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს.“;
გ) მე-2 მუხლის:
გ.ა) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:
,,23. ამ წესის მიზნებისთვის სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სახის სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა იმ პირს (ოჯახს), რომელიც შშმ ან საპენსიო ასაკის მქონე სრულწლოვანს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.“;
გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საარსებო შემწეობის, რეინტეგრაციის შემწეობის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები.“;
დ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. რეინტეგრაციის შემწეობის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეობის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას, აგრეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.“;
ე) III4 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი III5:
„თავი III5 სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების პრინციპები
1. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება განისაზღვრება 45 ლარის ოდენობით და იგი მიეცემა პირს (ოჯახს), რომელიც შშმ ან საპენსიო ასაკის მქონე სრულწლოვანს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება გაიცემა ყოველთვიურად. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე ხანგრძლივობა და მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.02.2014.
- როდის იქნა მიღებული „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №186. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.10.003.017805.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №186, 20.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017805 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2256019/