ახალგორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვისა, დაფინანსების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2014 წლის 24 თებერვალი სოფ. წეროვანი |
|
|
დანართი 1
ახალგორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვისა და დაფინანსების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამების დაფინანსებისა და დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს, გაცემის პროცედურას. ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა ემსახურება მოქალაქეთა იმ გადაუდებელ გამოკვლევას, მკურნალობას, ოპერაციებს, რომელთა დაფინანსება არ ხდება სადაზღვეო პოლისის მიერ. აღნიშნული პროგრამა ვრცელდება იმ მოქალაქეებზეც, რომლებსაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ დევნილ მოქალაქეებზე დაქორწინების ან ფულად კომპენსაციაზე ყოფნის გამო არა აქვთ დევნილის სტატუსი, მაგრამ რეგისტრირებულნი არიან დევნილთა ბაზაში, კოტეჯში ან კომპენსაციის პროგრამაში.
თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება
მუხლი 5. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა ემსახურება მოქალაქეთა იმ გადაუდებელ გამოკვლევას, მკურნალობას და ოპერაციებს, რომელთა განხორციელება აუცილებელია და სრულად არ ფარავს სადაზღვევო პოლისი. დაფინანსება ეხება ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილ მოსახლეობას, რომელთაც გააჩნიათ დევნილის სტატუსი, აგრეთვე მათაც, ვისაც დევნილ მოქალაქეებზე დაქორწინების ან ფულად კომპენსაციაზე ყოფნის გამო არ აქვთ დევნილის სტატუსი, მაგრამ რეგისტრირებულნი არიან დევნილთა ბაზაში, კოტეჯში ან კომპენსაციის პროგრამაში. დაფინანსება განხორციელდება შემდეგი პარიტეტების გათვალისწინებით: ა) მოქალაქეთა გამოკვლევების, მკურნალობისა და ოპერაციების პროგრამები ხორციელდება მოქალაქეთა მიერ შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის, გამგეობიდან გაცემული საგარანტიო წერილის, სამკურნალო დაწესებულებებიდან შესრულებული სამუშაოს შესახებ შემოსული დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული უნაღდო ანგარიშსწორებით (გადარიცხვით); ბ) ერთ მოქალაქეზე გადასარიცხი თანხის ოდენობა განისაზღვროს მოცემული მომენტისათვის შემდეგი ნორმატივების გათვალისწინებით: მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსდება 300 (სამას) ლარამდე ოპერაციის ან მკურნალობის თანხა 100 % -ით, 300 ლარიდან 600 ლარამდე ოპერაციის ან მკურნალობის თანხის 85%-ით, 600 ლარიდან 1000 ლარამდე 75%-ით, 1000 ლარიდან 1500 ლარამდე 65%-ით. 1500 ლარის ზევით ოპერაცია – მკურნალობის ღირებულების თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის. 2. კომისიამ გაითვალისწინოს განსაკუთრებული შემთხვევები და წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის - დევნილობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა–კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან; 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 6. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესთა დახმარება 1. ერთჯერადად, 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დევნილის სტატუსი ან ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან; გ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე..
თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 7. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური პროგრამების განკარგვისა და დაფინანსების გაცემის კომისია, რომელიც ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. 2. კომისია ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში ამზადებს დასკვნას, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
მუხლი 8. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა 1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას, უძღვება მის სხდომებს. 3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს. 4. კომისია მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს ორ კვირაში ერთხელ. 5. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მუხლი 9. კომისიის გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. 2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. (ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა). მუხლი 10. კომისიის ოქმები და დასკვნები 1. კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით. 4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარე. 5. კომისიის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. კომისიის დასკვნა გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 11. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
| |||||||