სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2014 ძალადაკარგული 23.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
370002000.35.108.016141
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2014 წლის 25 თებერვალი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე–20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784  ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად

     სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


1. დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
2. დამტკიცდეს ქ. სენაკის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 29/11/2013; სარეგისტრაციოკოდი: 370020000.35.108.016130).
4. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

 


სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ ხაბურზანია



 

                                                                                                                                                                                       დანართი №1

 

სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი


1. სენაკის  მუნიციპალიტეტის (შემდეგში – მუნიციპალიტეტი)ტერიტორიაზე სახელმწიფო და სენაკის  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი (შემდეგში – მიწის ნორმატიული ფასი) 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის  ფართობისათვის გამოიანგარიშება შემდეგი xფორმულით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქ. სენაკის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,58-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;
გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;
გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო  განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში  უდრის 120-ს.
2. ამ დადგენილების დანართი №1-ის პირველი პუნქტის მიხედვით ქ. სენაკში მიწის ნორმატიული ფასი  დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,58

1,3

0,24

120

21,72

შუალედური ზონა

0,58

1

0,24

120

16,70

პერიფერიული ზონა

0,58

0,7

0,24

120

11,70

 

3. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური  ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,01 ლარს.
4. სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,18 ლარს.
5. სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით  და იგი შეადგენს 8,35 ლარს.  ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-3 და მე-4 პუნქტებით  დადგენილი ფასი.

 

                                                                                                                                                       დანართი №2

ქ. სენაკის ზონების აღწერა
 
 

ცენტრალური ზონა

1. მშვიდობის ქუჩა №156-197-დან ბოლომდე;

2. მიშა ღვინჯილიას ქუჩა;

3. ილია ჭავჭავაძის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე);

4. შოთა რუსთაველის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან ბოლომდე);

5. ცოტნე დადიანის ქუჩა;

6. ნოე შონიას ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან ბოლომდე);

7. დავით აღმაშენებლის ქუჩა დასაწყისიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩამდე;

8. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დასაწყისიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე;

9. ბათუმის ქუჩა;

10. ალექსანდრე პუშკინის ქუჩა;

11. ეგნატე ნინოშვილის ქუჩა;

12. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე  დადიანის ქუჩამდე;

13. არჩილ ჯორჯაძის ქუჩა;

14. დავით ვაჰანიას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე;

15. აკაკი წერეთლის ქუჩა;

16. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე;

17. ახალგაზრდობის ხეივანი;

18. ვახტანგ გოგოლაძის სახელობის მოედანი;

19. წმინდა ნინოს ქუჩა;

20. მერაბ კოსტავას ქუჩა (ცოტნე დადიანის ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე);

21. თამაზ კანკიას ქუჩა;

22. თავისუფლების ქუჩა;

23. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან  შოთა რუსთაველის ქუჩამდე;

24. შოთა რუსთაველის ქუჩის I და II ჩიხი;

25. შოთა ჩიქობავას ქუჩა;

26. ნესტორ ესებუას ქუჩა;

27. სოსო გეგელიას ქუჩა;

28. აკაკი ხორავას ქუჩა;

29. აპალონ გუნიას ქუჩა.

შუალედური ზონა

1. შოთა რუსთაველის ქუჩა დასაწყისიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე;

2. ზურაბ ნაფეტვარიძის ქუჩა;

3. ნიზან ცერცვაძის ქუჩა;

4. გივი კარტოზიას ქუჩა;

5. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა;

6. ნიკო ფიროსმანის ქუჩა;

7. აბესალომ საჯაიას ქუჩა;

8. ალექსანდრე დავითაიას ქუჩა;

9. დუტუ მეგრელის ქუჩა;

10. სამეგრელოს ქუჩა;

11. შოთა რუსთაველის ქუჩა;

12. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა;

13. გიორგი ურიდიას ქუჩა;

14. ომიანე კაჭარავას ქუჩა;

15. ფოთის ქუჩა;

16. ვახტანგ მეფის ქუჩა;

17. უნივერსტიტეტის ქუჩა;

18. რაკვერეს ქუჩა;

19. დავით ჭონქაძის ქუჩა;

20. დამიანე ჯიჯელავას ქუჩა;

21. ნიკო კეცხოველის ქუჩა;

22. კონსტანტინე სანაიას ქუჩა;

23. მერაბ კოსტავას ქუჩა მშვიდობის ქუჩიდან ბოლომდე;

24. გია ნადარეიშვილის ქუჩა;

25. გიორგი ლეონიძის ქუჩა;

26. რომან რუსიას ქუჩა;

27. დედის ქუჩა;

28. მოსე ნაროუშვილის ქუჩა;

29. სამტრედიის ქუჩა;

30. მშვიდობის ქუჩა დასაწყისიდან №156-მდე (შესახვევებით);

31. ალექსანდრე არჩაიას ქუჩა;

32. ნინო ხუბულავას ქუჩა;

33. ანტონ ნადარეიშვილის ქუჩა;

34. შავი ზღვის ქუჩა (შესახვევებით);

35. ილია ჭავჭავაძის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე;

36. ილია ჭავჭავაძის ქუჩა გიორგი ჭყონდიდელის ქუჩიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე;

37. ტეხურის ქუჩა;

38. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე;

39. გიორგი ბრწყინვალის ქუჩა;

40. არქეოპოლისის ქუჩა;

41. სოლომონ შამათავას ქუჩა (შესახვევით);

42. აკაკი ელიავას ქუჩა (შესახვევით);

43. სიმონ ჩიქოვანის ქუჩა;

44. ალექსი ბერის ქუჩა;

45. მედეას ქუჩა;

46. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა;

47. ნოკო ხურციას ქუჩა;

48. სულხან-საბას ქუჩა;

49. არსენას ქუჩა;

50. დავით ლოლუას ქუჩა;

51. დავით კლდიაშვილის ქუჩა;

52. თეოფანე დავითაიას ქუჩა;

53. აპოლონ გარუჩავას ქუჩა;

54. მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა (შესახვევით);

55. ზუგდიდის ქუჩა (შესახვევით);

56. დავით აღმაშენებლის ქუჩა ჩიხებით ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან ბოლომდე;

57. ზვიად გამსახურდიას ქუჩა;

58. ლევან II დადიანის ქუჩა (შესახვევით);

59. სანკტ-პეტერბურგის ქუჩა;

60. თბილისის ქუჩა ჩიხებით;

61. ვაჟა-ფშაველას ქუჩა;

62. ბაგრატიონის ქუჩა;

63. ნოე ცხვიტავას ქუჩა;

64. ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა;

65. ძმები კანკავების ქუჩა;

66. კალისტრატე გრიგოლიას ქუჩა;

67. ჟიული შარტავას ქუჩა;

68. დომენტი ქობალავას ქუჩა;

69. ქუთაისის ქუჩა ჩიხებით;

70. ლევან თეფანიას ქუჩა;

71. ვარლამ განგიას ქუჩა;

72. ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა;

73. დავით ვაჰანიას ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;

74. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;

75. მერაბ კოსტავას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;

76. სოხუმის ქუჩა;

77. კონსტანტინე ლესელიძის ქუჩა;

78. ვენე არჩაიას ქუჩა ჩიხებით;

79. გუბაზ მეფის ქუჩა;

80. ანა კალანდაძის ქუჩა;

81. 26 მაისის ქუჩა;

82. ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა;

83. ბორჯომის ქუჩა ჩიხებით;

84. სენაკის ქუჩა;

85. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა შოთა რუსთაველის ქუჩიდან ბოლომდე;

86. სურამის ქუჩა;

87. დავით გურამიშვილის ქუჩა;

88. ალექსანდრე წურწუმიას ქუჩა;

89. აქვსენტი ცაგარელის ქუჩა;

90. აგარაკის ქუჩა;

91. ალეკო შენგელიას ქუჩა;

92. ლეო ქიაჩელის ქუჩა;

93. ტიციან ტაბიძის ქუჩა;

94. აკაკი ხორავას ჩიხი;

95. გოჩა კაშიბაძის ქუჩა;

96. სერგო შენგელიას ქუჩა;

97. ვლადიმერ დემურიას ქუჩა;

98. ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა;

99. კოტე მარჯანიშვილის ქუჩა;

100. შალვა დადიანის ქუჩა;

101. ინდიკო სანაიას ქუჩა;

102. კიევის ქუჩა;

103. გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა;

104. კოლხეთის ქუჩის დასავლეთი ნაწილი;

105. ლადო ასათიანის ქუჩა;

106. დავით დემურიას ქუჩა (ჩიხით);

107. ხოფერიას ქუჩა;

108. დემეტრე თავდადებულის ქუჩა;

109. შალვა ნუცუბიძის ქუჩა;

110. ნოდარ კანკიას ქუჩა (ჩიხით და შესახვევით);

111. გენო ადამიას ქუჩა;

112. სიმონ კალანდარაშვილის ქუჩა;

113. არნოლდ ჩიქობავას ქუჩა;

114. ვალერიან ჯანაშიას ქუჩა;

115. მელორ სტურუას ქუჩა ჩიხით;

116. შალვა ელიავას ქუჩა;

117. იპოლიტე ჩხეტიას ქუჩა ჩიხებით;

118. ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩა;

119. გორის ჩიხი;

120. შეროზიას ქუჩა;

121. რეზო თაბუკაშვილის ქუჩა;

122. ნიკო ნიკოლაძის ქუჩა;

123. ლომიას ქუჩა;

124. რუსთავის ქუჩა;

125. გივი ღვინჯილიას ქუჩა;

126. ნატო ვაჩნაძის ქუჩა;

127. ივანე მაჩაბლის ქუჩის დასაწყისიდან (№1-№3) გივი ღვინჯილიას ქუჩამდე.

პერიფერიული ზონა

1. კოლხეთის ქუჩის აღმოსავლეთი ნაწილი შესახვევით;

2. სტალინის ქუჩა ჩიხებით;

3. ანტონ ფურცელაძის ქუჩა ჩიხებით;

4. პიერ კობახიძის ქუჩა;

5. ქუჯის ქუჩა;

6. ვახტანგ კალანდარაშვილის ქუჩა;

7. მთის კალთის ქუჩა;

8. შხეფის ქუჩა;

9. ჯიხას ქუჩა ჩიხით;

10. აკაკი ბელიაშვილის ქუჩა ჩიხებით;

11. თამარის ქუჩა;

12. თედო სახოკიას ქუჩა;

13. თედო სახოკიას ქუჩის შესახვევი;

14.  თედო სახოკიას ქუჩის I ჩიხი;

15. თედო სახოკიას ქუჩის II ჩიხი;

16. ილია ჭავჭავაძის ქუჩა დასაწყისიდან გიორგი ჭყონდიდელის ქუჩამდე;

17. ძმობის ქუჩა;

18. რემა შელეგიას ქუჩა;

19. კოსმონავტის ქუჩა;

20. ივანე მაჩაბლის ქუჩა მეორე შესახვევიდან ბოლომდე;

21. ივანე მაჩაბლის ქუჩა №1-№3-დან ბოლომდე;

22. ივანე მაჩაბლის ქუჩიდან კოსმონავტის ქუჩის გადაკვეთამდე;

23. ნინო ხუბულავას ქუჩის გადაკვეთიდან კოსმონავტის ქუჩის გადაკვეთამდე;

24. სიმონ ჯანაშიას ქუჩა ბოლომდე.