2014 წლის განმავლობაში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№273
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016664
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №273

2014 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

2014 წლის განმავლობაში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, 2014 წლის განმავლობაში ფიზიკური პირებისა (უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები) და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის (დიასპორული ორგანიზაციები, საზღვარგარეთ მოქმედი: ქართული ცეკვის და სიმღერის ანსამბლები, ქართულენოვანი საჯარო და საკვირაო სკოლები, ქართული სპორტული გუნდები) სახელმწიფო ქონების (ცეკვის ფორმები, სპორტული ფორმები, მუსიკალური საკრავები, სახელმძღვანელოები, დამხმარე ლიტერატურა, სასკოლო თვალსაჩინოებები, სახელმწიფო სიმბოლიკა) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე.

 პრემიერ-მინისტრი                                                          ი. ღარიბაშვილი