ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1855
2015 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს დიასპორული ორგანიზაციების არსებობის ვადით, შესაბამისი ფიზიკური პირებისა (უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების) და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის (დიასპორული ორგანიზაციები, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, ქართულენოვანი საჯარო და საკვირაო სკოლები, ქართული სპორტული გუნდები) სახელმწიფო ქონების (ცეკვის ფორმების, სპორტული ფორმების, მუსიკალური საკრავების, სახელმძღვანელოების, დამხმარე ლიტერატურის, სასკოლო თვალსაჩინოებების, სახელმწიფო სიმბოლიკის, პორტატული კომპიუტერების („Geo Book“), დიასპორული ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო და სასაჩუქრე სხვა მოძრავი ნივთების) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე.
2. გადასაცემი სახელმძღვანელოების, დამხმარე ლიტერატურისა და სასკოლო თვალსაჩინოებების შინაარსზე პასუხისმგებელია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
პრემიერ-მინისტრი ი .ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.09.2015.
- როდის იქნა მიღებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“?
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ მიღებულია 04.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1855. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019878.
- სად არის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.09.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“, №1855, 04.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019878 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2985194/