გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №290
2014 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 და მე-2 პუნქტების და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენცია.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.02.2014.
- როდის იქნა მიღებული „გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“?
- „გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ მიღებულია 18.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №290. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016681.
- სად არის „გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“, №290, 18.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016681 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2260779/