საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის საგრანტო ხელშეკრულების პროექტის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობათა გაუმჯობესება, ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით“ მოწონებისა და ამავე საგრანტო ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული შესყიდვების წესებისა და ინსტრუქციების გამოყენების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №294
2014 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს გაფორმებული ჩარჩოხელშეკრულების ფარგლებში, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის საგრანტო ხელშეკრულების პროექტის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობათა გაუმჯობესება, ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით“ მოწონებისა და ამავე საგრანტო ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული შესყიდვების წესებისა და ინსტრუქციების გამოყენების შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის საგრანტო ხელშეკრულების პროექტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობათა გაუმჯობესება, ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისათვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით“.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 29 ნოემბრის №5506-რს დადგენილებით რატიფიცირებული, საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს გაფორმებული ჩარჩოხელშეკრულების ფარგლებში, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ საგრანტო ხელშეკრულების პროექტის ხელმოწერის შემდგომ, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ევროკავშირის მიზ ნ ობრივი გრანტის განკარგვისას იხელმძღვანელოს ამავე საგრანტო ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული შესყიდვების წესებითა და ინსტრუქციებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი