სტაბილურობის ინსტრუმენტის პროგრამის (IFS) ფარგლებში, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ევროკომისიას შორის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საბაჟო სამსახურის ეროვნული კომუნიკაციის სისტემის/ცენტრალური განგაშის სადგურის ოპერატორთა და შემმოწმებელთა გადასამზადებელი ტრენინგები რადიაციის აღმოჩენის სისტემის მომსახურების თემაზე, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების უკანონო მიმოქცევის აღკვეთის მიზნით“ მიზნობრივი გრანტის N228053-2014-06 KAR GE ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და ამავე მიზნობრივი გრანტის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული შესყიდვების წესებისა და ინსტრუქციების გამოყენების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1116
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017328
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1116

2014 წლის 23 ივნისი

 ქ. თბილისი

სტაბილურობის ინსტრუმენტის პროგრამის (IFS) ფარგლებში, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ევროკომისიას შორის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საბაჟო სამსახურის ეროვნული კომუნიკაციის სისტემის/ცენტრალური განგაშის სადგურის ოპერატორთა და შემმოწმებელთა გადასამზადებელი ტრენინგები რადიაციის აღმოჩენის სისტემის მომსახურების თემაზე, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების უკანონო მიმოქცევის აღკვეთის მიზნით“ მიზნობრივი გრანტის №228053-2014-06 KAR GE ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და ამავე მიზნობრივი გრანტის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული შესყიდვების წესებისა და ინსტრუქციების გამოყენების შესახებ

1.„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ევროკომისიას შორის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საბაჟო სამსახურის ეროვნული კომუნიკაციის სისტემის/ცენტრალური განგაშის სადგურის ოპერატორთა და შემმოწმებელთა გადასამზადებელი ტრენინგები რადიაციის აღმოჩენის სისტემის მომსახურების თემაზე, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების უკანონო მიმოქცევის აღკვეთის მიზნით“ მიზნობრივი გრანტის №228053-2014-06 KAR GE ხელშეკრულების პროექტი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 29 ნოემბრის №5506-რს დადგენილებით რატიფიცირებული, საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს გაფორმებული ჩარჩოხელშეკრულების ფარგლებში, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ევროკომისიის მიერ მიზნობრივი გრანტისხელშეკრულების პროექტის ხელმოწერის შემდგომ, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მიზნობრივი გრანტის განკარგვისას იხელმძღვანელოს ამავე მიზნობრივი გრანტისხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული შესყიდვების წესებითა და ინსტრუქციებით.

პრემიერ-მინისტრი                                      ირაკლი ღარიბაშვილი