საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 134-კმ 135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამონაკლისების დაშვების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1347
2016 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 134-კმ 135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამონაკლისების დაშვების შესახებ
1. „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 134-კმ 135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) 2016 წლის 23 ივნისს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებებისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ (ს/ნ: №205140257) (შემდგომში – მიმწოდებელი) შორის 2016 წლის 24 ივნისს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ს.ტ №2-16 ხელშეკრულებასთან (CMR 160127848) (შემდგომში – ხელშეკრულება) მიმართებით დადგინდეს გამონაკლისი, კერძოდ, მიმწოდებელი გათავისუფლდეს ხარჯთაღრიცხვის წარდგენის ვალდებულებისგან და ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვროს ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაზე არ გავრცელდეს აღნიშნული წესის მე-11 და მე-12 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები და მიმწოდებელი გათავისუფლდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიისა და წინასწარი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენის ვალდებულებებისგან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 134-კმ 135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამონაკლისების დაშვების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 134-კმ 135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამონაკლისების დაშვების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 134-კმ 135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამონაკლისების დაშვების შესახებ“?
- „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 134-კმ 135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამონაკლისების დაშვების შესახებ“ მიღებულია 07.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1347. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021755.
- სად არის „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 134-კმ 135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამონაკლისების დაშვების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 134-კმ 135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამონაკლისების დაშვების შესახებ“, №1347, 07.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021755 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3346319/