ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.01.2014 ბოლო ცვლილება 07.08.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№55
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017674
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №55

2014 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი’’.
მუხლი 2
ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება 2012 წლის 1 ივლისამდე აღიარებულ სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის უცხო ქვეყნის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით (მათ შორის, კრედიტის სახით) განხორციელებულ ან განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი

 

ტექნიკური რეგლამენტი - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი

1. სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების დასადგენად სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში საერთო სამშენებლო სამუშაოებზე ზედნადები ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 10%-ით. ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოებისათვის განისაზღვროს ცხრილი №1-ის მიხედვით, გეგმური მოგება ყველა სახის სამუშაოებისათვის არაუმეტეს 8%-ით.

2. ცხრილი №1-ის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტში მოცემულ საერთო სამშენებლო სამუშაოებზე გეგმური მოგება უნდა დაერიცხოს პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს, ხოლო ცხრილი №1-ის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტში მოცემულ სამუშაოებზე პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს მოწყობილობის ღირებულების გამოკლებით.

 

ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალურ სამშენებლო სამუშაოებზე

 

ცხრილი №1

№

სამუშაოთა დასახელება

ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა %-ში პირდაპირი დანახარჯებიდან

ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა %-ში მუშახელის ძირითადი ხელფასიდან

1

დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟი

 

68

2

რადიო-სატელევიზიო, ვიდეომეთვალყურეობისა და ელექტრონული მოწყობილობების მონტაჟი

 

72

3

სუსტი დენის ქსელების გაყვანა

 

65

4

ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები

 

75

5

შიდა სანტექნიკური სამუშაოები

12

 

6

ლითონკონსტრუქციების მონტაჟი

8

 

7

ბურღვითი, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები

14,5

 

 

3. სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს:

ა) შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს (პირდაპირ დანახარჯებს) უნდა დაერიცხოს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით;

ბ) სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ დაქირავებული სამშენებლო მანქანა-მექანიზმებისა და ინვენტარის ქირავნობის ღირებულება შესრულებული სამუშაოების აქტში გათვალისწინებული უნდა იყოს ზედნადები ხარჯების და გეგმური მოგების დარიცხვის გარეშე;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო კომპანიის მიერ ცხრილი №1-ის პირველ და მე-2 პუნქტში მოცემული სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენა ხორციელდება უშუალოდ მწარმოებლისგან, შემდგომი მოწოდებით უშუალოდ სამშენებლო მოედანზე (საშუამავლო კომპანიის გარეშე), მათ თვითღირებულებას შესრულებული სამუშაოების აქტში დაერიცხება გეგმური მოგება.

 


ტექნიკური რეგლამენტი - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი

1. სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების დასადგენად სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში საერთო სამშენებლო სამუშაოებზე ზედნადები ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 10%-ით. ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოებისათვის განისაზღვროს ცხრილი №1-ის მიხედვით, გეგმური მოგება ყველა სახის სამუშაოებისათვის არაუმეტეს 8%-ით.
2. ცხრილი №1-ის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტში მოცემულ საერთო სამშენებლო სამუშაოებზე გეგმური მოგება უნდა დაერიცხოს პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს, ხოლო ცხრილი №1-ის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტში მოცემულ სამუშაოებზე პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს მოწყობილობის ღირებულების გამოკლებით.

ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალურ სამშენებლო სამუშაოებზე

ცხრილი №1

№

სამუშაოთა დასახელება ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა %-ში პირდაპირი დანახარჯებიდან ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა %-ში მუშახელის ძირითადი ხელფასიდან

1

დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟი

68

2

რადიო-სატელევიზიო, ვიდეომეთვალყურეობისა და ელექტრონული მოწყობილობების მონტაჟი

72

3

სუსტი დენის ქსელების გაყვანა

65

4

ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები

75

5

შიდა სანტექნიკური სამუშაოები

12

6

ლითონკონსტრუქციების მონტაჟი

8

7

ბურღვითი, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები 14,5 3. სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს:

ა) შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს (პირდაპირ დანახარჯებს) უნდა დაერიცხოს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით;

ბ) სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ დაქირავებული სამშენებლო მანქანა-მექანიზმებისა და ინვენტარის ქირავნობის ღირებულება შესრულებული სამუშაოების აქტში გათვალისწინებული უნდა იყოს ზედნადები ხარჯების და გეგმური მოგების დარიცხვის გარეშე;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო კომპანიის მიერ ცხრილი №1-ის პირველ და მე-2 პუნქტში მოცემული სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენა ხორციელდება უშუალოდ მწარმოებლისგან, შემდგომი მოწოდებით უშუალოდ სამშენებლო მოედანზე (საშუამავლო კომპანიის გარეშე), მათ თვითღირებულებას შესრულებული სამუშაოების აქტში დაერიცხება გეგმური მოგება.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2024.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“?
„ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 14.01.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №55. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.017674.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 10 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 07.08.2024-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“, №55, 14.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017674 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2195703/