„ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №346 |
|
2015 წლის 10 ივლისი ქ.თბილისი |
,,ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160070.10.003.017674) დამტკიცებულ „ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ხელშეკრულებისათვის/შესყიდვისათვის დადგენილი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი გათავისუფლებულია ხარჯთაღრიცხვის წარდგენის ვალდებულებისაგან, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს (პირდაპირ დანახარჯებს) უნდა დაერიცხოს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში, პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|